Accessibility links

ბელარუსში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ოპოზიციის აქციებზე


19 ივნისს ბელარუსის პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა ოპოზიციის მიერ მოწყობილ დემონსტრაციებზე დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში, მას მერე, რაც ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ მზარდი რეპრესიების ფონზე პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ გამოაცხადა, რომ მისმა მთავრობამ „რევოლუცია“ ჩაშალა. ფორმიან და უფორმო პოლიციელთა მიერ აყვანილებს შორის აღმოჩნდა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის კორესპონდენტი ალექსანდრა დინკო და მისი ოპერატორი ანდრეი რაბჩიკი. ისინი მინსკში დააკავეს პირდაპირი ეთერის დროს. რაბჩიკმა დაკავების პროცესში კამერა ჩართული დატოვა. დინკო და რაბჩიკი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. დინკოს თქმით, მისი დაკითხვა პოლიციამ ფირზე გადაიღო. მას უთხრეს, რომ ის აქციის გაშუქებისას მოვლენებში „ჩაერია“ და „პროვოკაციულად“ იქცეოდა. როცა მან იკითხა, ზუსტად იგულისხმებოდა ამაში, პოლიციის თანამშრომელმა უპასუხა, რომ ის არ არის ვალდებული, პასუხი გასცეს შეკითხვებს.

XS
SM
MD
LG