Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში ანტისამთავრობო მარში გაიმართა


ბელგრადში ანტისამთავრობო მარში გაიმართა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:29 0:00

სერბეთის მთავრობის კრიტიკოსებმა ბელგრადში 9 მარტს, უკვე რიგით მე-14 შაბათს, გამართეს მორიგი საპროტესტო აქცია. ყოველი კვირის ბოლოს ათასობით ადამიანი ითხოვს პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩისა და ხელისუფლების სხვა წამყვანი წევრების გადადგომას. საპროტესტო გამოსვლების მთავარი სამიზნეა სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც დემონსტრანტები მთავრობის სასარგებლოდ მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს. თავდაპირველად მარშები დაიწყო 2018 წლის ნოემბერში სერბეთის მემარცხენე ოპოზიციური პარტიის ლიდერზე, ბორკო სტეფანოვიჩზე თავდასხმის გასაპროტესტებლად.

XS
SM
MD
LG