Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში გააუვნებლეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი


ბერლინში გააუვნებლეს რკინიგზის მთავარ სადგურთან, სამშენებლო სამუშაოებისას აღმოჩენილი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, 500-კილოგრამიანი აუფეთქებელი ბომბი. გერმანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, სპეციალისტებმა მუშაობა ადგილობრივი დროით დღის 12-ის ნახევრისთვის დაიწყეს და ორ საათში დაასრულეს. ბომბის აღმოჩენის გამო, დროებით დაიხურა რკინიგზის სადგური და 800 მეტრის რადიუსიდან განხორციელდა 10 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG