Accessibility links

ეს ბანკი არ არის ერთი კაცი. ეს ბანკი ახლა არის ფაქტობრივად საქართველოს ეკონომიკის ბედი"


ეს ბანკი არ არის ერთი კაცი. ეს ბანკი ახლა არის ფაქტობრივად საქართველოს ეკონომიკის ბედი"
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:25:35 0:00

"ეს ბანკი არ არის ერთი კაცი. ეს ბანკი ახლა არის ფაქტობრივად საქართველოს ეკონომიკის ბედი" "დარწმუნებული ვარ, ოფიციალური პროცესის უკან მიდიოდა პირდაპირი თუ არა, შუამავლებით მოლაპარაკებები და თუ ეს პროცესი ღიად იქნება მოყოლილი, შეიძლება ბევრი ბიზნესი გადარჩეს" "თუ ხედავს, რომ ყველაზე ძლიერ ბანკს შეექმნა საფრთხე, სხვა ბანკის მეანაბრესაც ეშინია" "მინდა, დაზუსტებით ვიცოდეთ ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან, რამდენად უკავშირდება ეს პროცესი ანაკლიის პორტს" "ორივე მხარეს ვადანაშაულებ იმაში, რომ არ ვიცით სინამდვილეში რაზეა დაპირისპირება", - აცხადებს ბესო ნამჩავაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი "დილის საუბრებში". ის შემაშფოთებლად თვლის როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე ბიზნესის დუმილსაც. ამასთან, ბესო ნამჩავაძე გამჭვირვალებას ითხოვს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან: "თვითონ TBC ბანკსა და მის დამფუძნებლებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერისთვის მეტი გამჭვირვალობა". ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ დეტალების გახმაურებამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად დააზარალოს არა მარტო TBC, არამედ ქართული ეკონომიკა ზოგადად, თუმცა, მაინც პრინციპულად მიაჩნია პრობლემების გამოაშკარავება: "შეიძლება, ასეა საქმე: მეტი დეტალის მოყოლამ კიდევ უფრო დააგდოს აქციების ფასი, კიდევ უფრო საშიში გამოჩნდეს სიტუაცია ამ ქვეყანაში და არა მარტო TBC-ს, ყველა სხვა ქართული კომპანიის აქციების ფასიც დაეცეს. ინვესტორები გაიგებენ სინამდვილეში რა ბიზნესგარემოა საქართველოში, პროკურატურა და ხელისუფლება როგორ ექცევა ბიზნესს, მაგრამ ეს რაღაც ეტაპზე უნდა გადავიტანოთ. ეს მიჩქმალული, დამალული არ დარჩება და მაინც სათქმელია ადრე თუ გვიან". ბესო ნამჩავაძე ყურადღებას ამახვილებს მამუკა ხაზარაძის 14 თებერვლის განცხადებაში ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ხსენებაზე. კერძოდ, განცხადებაში ხაზარაძე წერს: "დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან". ბესო ნამჩავაძის თქმით, თუ ეს მართლაც ასეა: რუსეთს არ უნდა ანაკლიის პორტი და ამიტომ დაიწყო ეს შეტევა ბანკის მფლობელებზე, მათ ეს იციან და არ ყვებიან, გამოდის, ისინი ხელისუფლების ნაწილის მოღალატეობრივ ქმედებას არ ამხელენ. ანაკლიის პორტის თემაა გამოყოფილი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 15 თებერვლის განცხადებაშიც. ბესო ნამჩავაძე ეხმაურება აგრეთვე "საქართველოს ბანკების ასოციაციის" განცხადებას და თვლის, რომ ასოციაციისთვის უფრო მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნებაა, ვიდრე TBC ბანკთან დაკავშირებულ საქმეში სიმართლის დადგენა:

XS
SM
MD
LG