Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილ ბომონტმა მეორე ვადით შეინარჩუნა „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტის პოსტი


ბილ ბომონტი
ბილ ბომონტი

„მსოფლიო რაგბის“ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაშიც ინგლისელი ბილ ბომონტი უხელმძღვანელებს. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ელექტრონულად ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე 51-მა დელეგატმა და ბომონტმა 28:23 აჯობა ერთადერთ კონკურენტს, „მსოფლიო რაგბის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, არგენტინელ აუგუსტინ პიშოს.

წინასწარი გეგმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 12 მაისს უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ წაგებულმა კანდიდატმა მოგებულს დღესვე მიულოცა, სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით.

68 წლის ბილ ბომონტი „მსოფლიო რაგბის“ პირველად სათავეში 2016 წლიდან უდგას. მეორე ოთხწლიანი ციკლით არჩევის შემდეგ მან განაცხადა, რომ ახლა ზეიმის დრო არ აქვს და COVID-19-ის გამო შექმნილი პრობლემების დასაძლევ გზებზე ფიქრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG