2020 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ მავთულხლართებისა და ღობეების აღმართვას გამყოფი ხაზის გასწვრივ, სადაც არაერთი მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. პროცესი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ხაშურის, ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან მდებარეობს. 16-თვიან იზოლაციაში რჩება ოკუპირებული ახალგორი, სადაც სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილი ადამიანები იღუპებიან. ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი იმის გამო გარდაიცვალა, რომ სამედიცინო სერვისის მიღება დაგვიანდა.