Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის შეხვედრის მთავარი შედეგები


ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის მაღალის დონის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც დამატებით 134 მილიონი ევროს ჩადებას გულისხმობს საჯარო ფინანსების მართვის, უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის, ასევე ენერგოეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით. 21 ნოემბრის შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ 25-ზე მეტ კონკრეტულ საკითხზე ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, კვლევის, ინოვაციების, კულტურის, სამართლისა და უსაფრთხოების სფეროებში:

ეკონომიკა, ვაჭრობა და კავშირგაბმულობა

ენერგიის ეფექტიანობა (27 მლნ ევრო)
ტექნიკური დახმარება და ინვესტიციები საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანი სტანდარტების დასანერგად.

ეკონომიკის სფეროში მაკროსაფინანსო დახმარება (45 მლნ ევრო)
საჯარო ფინანსების მენეჯმენტი, საფინანსო სექტორი, სოციალური და შრომითი ბაზრის პოლიტიკა, ბიზნესგარემო.

მცირე და საშუალო საწარმოები (100 მლნ ევრო)
მცირე და საშუალო საწარმოებისადმი ევროკავშირის დამატებითი დახმარება, რათა მათ ჰქონდეთ ფინანსებზე წვდომა ადგილობრივ ვალუტაში.

ციფრული სფერო
Broadband Strategy-ის შემუშავება და დანერგვა რეგიონში მაღალი სისწრაფის ინტერნეტის განვითარებისთვის.

ტრანსპორტში ინვესტიციების სამოქმედო გეგმა
3,4 მლრდ ევროს პოტენციური ინვესტიციები 18 პრიორიტეტული პროექტისთვის. დაფინანსება საჯარო და კერძო ფონდებიდან.

სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება
ევროკავშირის დამატებითი დახმარება:

  • ცხოვრების დონის ასამაღლებლად;
  • საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის სურსათის უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესების გზით.

განათლება, კვლევა, ინოვაციები და კულტურა

აკადემიური გაცვლა

6 მლნ ევრო სტუდენტებისა და აკადემიური სფეროს მუშაკებისთვის პროგრამა „ერაზმუს პლუსის“ ფარგლებში.

1,5 მლნ ევრო სამეცნიერო მიღწევებისთვის ხელშესაწყობად და კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად Horizon 2020-ის გზით.

განათლება
თბილისის „ევროპული სკოლა“

მეორე ფაზის დაწყება:

  • ახალი შენობის აგება;
  • სპეციალიზებული საშუალო სკოლის სასწავლო გეგმის შექმნა.

სამართალი და საშინაო უსაფრთხოება (მათ შორის სამოქალაქო თავდაცვა)

სამოქალაქო თავდაცვა

კატასტროფების პრევენციის, მათთვის მზადყოფნისა და რეაგირების სისტემის დანერგვა.

უსაფრთხოება და კანონის უზენაესობა (27 მლნ ევრო)

ევროკავშირის დახმარება:

  • სამოქალაქო თავდაცვის გასაუმჯობესებლად;
  • დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად;
  • უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად.

კიბერუსაფრთხოება
აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში კიბერმოქნილობის გაუმჯობესება, სისხლისსამართლებრივი რეაგირების გაძლიერება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG