ბუნებრივი აირის აფეთქების 7 შემთხვევა და 12 მსხვერპლი

ბუნებრივი აირის აფეთქების 7 შემთხვევა და 12 მსხვერპლი

უკანასკნელ 4 წელში, თბილისში, ბუნებრივი აირის აფეთქების 7 შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. მონაცემები რადიო თავისუფლებამ მედიაში გავრცებეული გახმაურებული ფაქტების შეჯერებით შეაგროვა. ეს სტატისტიკა მოიცავს 2019 წლის 16 იანვარს, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასაც, რომელსაც 4 ადამიანის, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბიჭის სიცოცხლე შეეწირა.

2015

გლდანის მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში, მე-8-9 სართულებს შორის გაზის აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ამის გარდა მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს 4 ადამიანი.

2015

გლდანის მე-6 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. 

2016

აფეთქება მოხდა ჭილაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. აფეთქებისას არავინ დაშავებულა. 

2017

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა

2017

ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა.

2018

ფონიჭალაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაიღუპა 2, დაშავდა 3 ადამიანი.

2019

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქევას შეეწირა 4 ადამიანი. დაშავდა 8.