Accessibility links

ბურჯანაძე პუტინის მხარდაჭერილ ფორუმზე


ბურჯანაძე პუტინის მხარდაჭერილ ფორუმზე
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:00:50 0:00

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, სანქტ-პეტერბურგში ევრაზიულ ქალთა ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი 20 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გახსნა. ფორუმის ორგანიზატორია რუსეთის ფედერაციის საბჭო.

ფორუმის მონაწილეები მსჯელობენ თემაზე “ქალები გლობალური უსაფრთხოებისთვის და მდგრადი განვითარებისთვის”. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნინო ბურჯანაძე ამ ფორუმში მეორედ მონაწილებს. ფორუმი პირველად სამი წლის წინ გაიმართა. ფორუმს 2000-ზე მეტი ქალი ესწრება. მათ შორის არიან ქალები აფხაზეთიდან. ინფორმაციასა და ფოტოს მათ შესახებ ავრცელებს სააგენტო „აფსნიპრესი“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG