Accessibility links

გაბრიელა აქციას ვეღარ გამართავს - მას დაემუქრნენ


„მე ვარსებობ, დამინახე და მაღიარე“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტი საკუთარი ხელით დაამზადა ტრანსგენდერმა ქალმა, გაბრიელა როსკიპოვამ - ის აპირებდა მთავრობის კანცელარიასთნ ერთი ადამიანის აქციის მოწყობას 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

მაგრამ მას შემდეგ, რაც დაემუქრნენ, რომ „ძვლებში დაამტვრევდნენ“, თუ გარეთ გავიდოდა, აქცია ჩაიშალა.

გაბრიელას სურდა კანცელარიის წინ 5 წუთი დადგომა და იმის თქმა, რომ მას აღარ სურს, იყოს გარიყული და უნდა, იცხოვროს სამართლებრივ, დაცულ ქვეყანაში.

ამბავი აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა საკუთარ ფეიბუკზე და საჯარო სტატუსი დაასრულა სიტყვებით: თურქმენეთის დღეს გილოცავთ.

17 მაისს მსოფლიო და საქართველო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

2014 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც თბილისში 17 მაისის ცნობილი აქცია დაარბიეს, საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG