Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიტაცეს შამანი, რომელიც პუტინის „განსადევნად“ მიდიოდა


19 სექტემბრის ღამეს ბურიატეთში ირკუტსკელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი გაიტაცეს. ის მოსკოვში ვლადიმირ პუტინის კრემლიდან „განსადევნად“ მიემართებოდა - ინფორმაციას Current Time ავრცელებს.

ღამე ირკუტსკის ოლქის მოსაზღვრე დაბა ვიდრინოსთან, ბანაკში სადაც ის ღამეს ათევდა, რამდენიმე მანქანა მივიდა. ნიღბიანებმა შამანის კარავს ალყა შემოარტყეს და ურიკასთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

„ტრასა სპეცდანიშნულების რაზმს ჰქონდა გადაკეტილი. იარაღით იდგნენ. უცებ მოგვაწმყვდიეს ალყაში და პირდაპირ შამანის კარავს მიადგნენ. რამდენიმე ათეული ადამიანი იქნებოდა“, - აცხადებს შამანის ერთ-ერთი მომხრე.

თვითმხილველების თქმით, ნიღბიანებმა არც თავი წარმოადგინეს და არც საბუთები. ხელში იარაღი და ფანრები ეჭირათ. დაახლოებით 40 ადამიანი იყო. მათ გადაკეტეს გზა და როგორც შამანის თანამოაზრეები ამბობენ, მობილური ქსელიც ჩაახშვეს. ვინც ახსნა-განმარტებას ითხოვდა და კითხვებს სვამდა, სახით მიწაზე დააწვინეს. რამდენიმე აქტივისტი დაკავებულია.

შამანის ერთ-ერთმა მომხრემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის დეტალებს ჰყვება.

„შემოცვივდნენ და მიწაზე დააგდეს. მსუქანი, დიდი კაცი იყო... ავტომატებით, ხელკეტებით. მანქანისკენ წაათრიეს. ხმისამოუღებლად. ვკითხულობდით, ვინ იყო უფროსი. განმარტებას ვითხოვდით. მხოლოდ საშა შამანი დააპატიმრეს, სხვა არაფერი მომხდარა. არავითარი საბუთი არ უჩვენებიათ.“

თუ სად არის ამჯერად გაბიშევი, გაურკვეველია. პროექტ „სიბირ რეალიის “ წარმომადგენლის თქმით, შამანი სპეცდანიშნულების ჯგუფმა დააკავა. გამოცემა Znak.com ერთ-ერთი თვითმხილველის მონათხრობზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პოლიციამ დააპატიმრა და ვარაუდობს, რომ შამანის წინააღმდეგ საქმეს „ექსტრემისტული საზოგადოების ორგანიზების“ მუხლით აღძრავენ.

ირკუტსკელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი ნახევარი წელია იაკუტიიდან მოსკოვის მიმართულებით მიუყვება გზას. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბნელი ძალების პირმშოა და მას მხოლოდ შამანი თუ გაუმკლავდება. თან აქვს ურიკა, დასაკეცი კარავი და საძილე ტომარა. მისი თქმით, სურს მოსკოვში პუტინი ჩამოაგდოს. ივლისის შუა რიცხვებში შამანმა ჩიტაში მიტინგიც ჩაატარა, რომელსაც 700 კაცი ესწრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG