Accessibility links

გახარია გოცირიძის კითხვაზე: ამას რა უნდა ვუპასუხო, ჩვეულებრივი დემაგოგიაა


პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ დასმულ „ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებს, რომლებიც საქართველოში სიღარიბეს და კონკრეტულად ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელს შეეხებოდა, გახარიამ რომან გოცირიძეს უპასუხა, რომ ეს არის დემაგოგია: „ამას რა უნდა ვუპასუხო, ჩვეულებრივი დემაგოგიაა“, - განაცხადა პრემიერმა.

რომან გოცირიძემ გიორგი გახარიას ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გათავისუფლების მიზეზები შეახსენა და განაცხადა:

„იცით თუ არა, რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი? იმიტომ მოხსნა, რომ გაეროს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე, მოსახლეობის ყველა კატეგორიაში. ბავშვთა სიღარიბე, პენსიონერთა სიღარიბე და საერთო სიღარიბე. ამის გამო მოხსნეს, ასე ამბობენ, სინამდვილეში, სხვა რამის გამო მოხსნეს და თქვენც მოგხსნით მალე, მაგრამ ეს სხვა თემაა“.

გიორგი გახარიამ კი პასუხად განაცხადა, რომ ოპოზიციას ის კი არ აინტერესებს, როგორ უნდა ებრძოლონ სიღარიბეს, რომელიც მართლა არსებობს ქვეყანაში, არამედ ის, თუ რატომ მოხსნეს კვირიკაშვილი:

„წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მისამართით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დღეს, 29 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული და ოპოზიციის შეკითხვებს პასუხობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG