Accessibility links

გახარია: ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება


„განათლების სამინისტრომ ეფექტურად შესძლო გამკლავებოდა შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი განათლების ნაწილში საკმაოდ ეფექტურად გაატარა და დანერგა. დღეს დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, განათლების სისტემის ამუშავების გეგმის წარდგენას მთავრობა ცალკე გეგმავს.

პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის კანცელარიაში წარადგინა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ზომები.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG