Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატი 16 მაისს განახლდება


„შალკეს“ ფეხბურთელები ვარჯიშის დროს. 29 აპრილი
„შალკეს“ ფეხბურთელები ვარჯიშის დროს. 29 აპრილი

„ბუნდესლიგა“ ბრუნდება. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, გუშინ გამოაცხადა, რომ მთავრობამ მხარი დაუჭირა გერმანიის საფეხბურთო ლიგის (DFL) გეგმას კორონავირუსის გამო შეჩერებული საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების შესახებ. დღეს კი ლიგის დირექტორმა, კრისტიან ზაიფერმა, კიდევ ერთი ვიდეოკონფერენცია გამართა პირველი და მეორე ბუნდესლიგის ოცდათექვსმეტ კლუბთან და საბოლოოდ გადაწყდა, რომ თამაშები 16 მაისს განახლდება „რურის დერბით“ – „დორტმუნდისა“ და „შალკეს“ დაპირისპირებით.

პირველი და მეორე ბუნდესლიგის გუნდების უმეტესობამ საწვრთნელი პროცესი უკვე განაახლა. DFL-ის მკაცრი მოთხოვნის თანახმად, ისინი იზოლირებულად ცხოვრობენ ჩაკეტილ საწვრთნელ ბანაკებში და საკარანტინo წესებს მაქსიმალურად იცავენ. მათაც და ჩემპიონატის მომსახურე ტექპერსონალის თითოეულ წევრს რეგულარულად ჩაუტარდებათ ტესტირება COVID-19-ზე.

16 მაისიდან თამაშები გაიმართება მაყურებლების გარეშე და ფეხბურთელები და მსაჯები მინდორზე დამცავი ნიღბებით გავლენ, რომლებსაც ყოველ თხუთმეტ წუთში გამოიცვლიან. მოთამაშეებს დაუწესდებათ შეზღუდვები გოლის აღნიშვნისას.

ბუნდესლიგა 13 მარტს შეწყდა, ჩემპიონატის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე. გათამაშების ცხრილს მიუნხენის „ბაიერნი“ ლიდერობს, 55 ქულით. მისი უახლოესი მდევრები არიან „დორტმუნდი“ (51 ქულა), „ლაიპციგი“ (50) და „გლადბახი“ (49).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG