Accessibility links

გზავნილები ევროპარლამენტიდან - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 მაისს


ევროპარლამენტი: ისევ ტერმინი „პოლიტპატიმარი“, შეწყალება და შესასრულებელი შეთანხმება

19 მაისს ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდეა შესასრულებელი, გასათავისუფლებელია გიორგი რურუა („კიდევ ერთი პოლიტპატიმარი“), ბოლომდეა მისაყვანი საარჩევნო რეფორმა და ჩასატარებელია ხარისხიანი არჩევნები. დიდწილად ამ საკითხების გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშისა და რეზოლუციის საბოლოო სახეც. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც ძველ პოზიციაზე რჩება - საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და „ქართული ოცნება“ ყოველთვის ერთგულად ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას.

გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილსა და გიორგი რურუას პოლიტპატიმრები უწოდა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენელმა, გერმანელმა დეპუტატმა, დევიდ მაკალისტერმა.

კომიტეტის დისტანციურ რეჟიმში გამართულ სხდომაზე, მან პირდაპირ თქვა, რომ - პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირველი ნაბიჯის შემდეგ, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ჯერ ისევ ელოდება გათავისუფლებას“.

მაკალისტერი ამ საკითხს 8 მარტის შეთანხმების განუყოფელ ნაწილად განიხილავს.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

როგორ დაიტოვებს ხელისუფლება ადამიანების შეზღუდვის უფლებას პარლამენტის გვერდის ავლით


მომდევნო ორ-სამ დღეში, ანუ 23 მაისამდე, პარლამენტმა უნდა განიხილოს და შემდეგ მხარი დაუჭიროს ცვლილებათა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელ ორგანოს უფლება ექნება პარლამენტის თანხმობის გარეშე შეზღუდოს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც, როგორც წესი, იზღუდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობის პირობებში და, რაც მთავარია, აუცილებლად პარლამენტის მხარდაჭერით.

აი, მაგალითად, კანონპროექტის თანახმად, თუკი მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ასე სჭირდება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეგვეზღუდოს თავისუფლად გადაადგილების, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი განსაზღვრავს ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით, თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას.

ყველა დეტალი ცვლილების შესახებ, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს, წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

საჩხერის საავადმყოფოდან COVID-უარყოფითი დიაგნოზით გაწერილ პაციენტს, ვირუსი ისევ აღმოაჩნდა

დადასტურებული შემთხვევა - 707

გარდაცვლილი - 12

გამოჯანმრთელებული - 456

კარანტინში - 3914

სტაციონარში - 340

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა პაციენტს საიზოლაციო პერიოდში, მაშინ, როდესაც მან ამავე დიაგნოზით იმკურნალა და გაეწერა. მოგზაურობის ისტორიის მქონე მამაკაცმა საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

საჩხერის შემთხვევა „პალიტრანიუსის“ ეთერში შეაფასა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

„ეს არ არის ახალი და უჩვეულო შემთხვევა, ეს ჯერ კიდევ ჩინეთში იყო დაფიქსირებული, მერე კორეაში იყო, თუ არ ვცდები, 150-მდე ასეთი შემთხვევაა აღწერილი. სწორედ ამიტომ არის ეს დაავადება ვერაგი და მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ბოლომდე ამოუცნობი, რომ ასეთი რაღაცები ახასიათებს. ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია“, - თქვა პაატა იმნაძემ და საქართველოში მოქმედი პრაქტიკაც განმარტა, - „ამიტომაც არის, რომ ყველა გამოჯანმრთელებული, მას შემდეგ, რაც ორი ტესტი უარყოფითი ექნება, პირდაპირ საზოგადოებაში არ ბრუნდება და ისევ გადადის 2-კვირიან თვითიზოლაციაში. ამიტომაც ვიღებთ ასეთ ზომებს, რომ ეს დაავადება ახალია, ეს დაავადება უცნობია, ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით მის შესახებ“.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვს შეემატა 24 პაციენტი.

წაიკიტხე მეტი.

20 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.20 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

20 მაისისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.2010​ ლარი (19 მაისი - 3.2012);
  • 1 ევრო - 3.5115​ ლარი (19 მაისი - 3.4615);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9238 ​ლარი (19 მაისი - 3.8850);
  • 100 რუსული რუბლი - 4.4290​ ლარი (19 მაისი - 4.3906);
  • 1 თურქული ლირა - 0.4693ლარი (19 მაისი - 0.4667);
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.2061​ ​ლარი (19 მაისი - 1.2049).

19 მაისს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი იყო -1 აშშ დოლარი - 3.2010 ლარი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2020 და 2019 წლების აპრილის თვეების შედარებით ჩანს, რომ აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა $58 მლნ-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წაიკითხე მეტი.

საია: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო არავინ დასჯილა

19 მაისს 4 წელი შესრულდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს ე.წ. აფხაზმა მესაზღვრეებმა. მკვლელობის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის მოტივით მალევე შეწყვიტა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე პირთა ვინაობა ცნობილია, დღემდე არ მომხდარა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მათი პასუხისგებაში მიცემა და დასჯა. გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე და ამ ფაქტის არასათანადო გამოძიებაზე რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა, რადგან აფხაზეთზე ეფექტიან კონტროლს სწორედ რუსეთი ახორციელებს“, - ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

ჩავედით მტკვარზე

რომ არა მტკვარი, არც თბილისი იქნებოდა. რომ არა მტკვარი და მისი განსაკუთრებული მიხრა-მოხრა, გავარვარებულ ტაფობში გაშენებული თბილისი, რომელიც შემოსაზღვრულია მთაწმინდით, შავნაბადათი, თაბორით, კოჯრით, მახათასა და ლოტკინის გორებით, ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.

რადგან მტკვარი იყო და არის თბილისის იერსახის განმსაზღვრელი, ამიტომ საინტერესოა როგორც მტკვრის დღევანდელი იერსახე, ასევე მისი ნაპირებიდან დანახული ქალაქის ფრაგმენტებიც.

თბილისის ფარგლებში მტკვარი დიდი ხანია, არ მიედინება ბუნებრივ კალაპოტში, თუმცა მანამდეც, ვიდრე მტკვარს ბეტონის ჯებირებში მოაქცევდნენ, თბილისის დიდი პატრიოტები ლაპარაკობდნენ ორ მტკვარზე: პირველი, რომელიც თბილისის ფარგლებს გარეთაა და მეორე, რომელიც თბილისის საზღვრებში მიედინება.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

  • სულ რამდენიმე წუთი და სისხლის წვეთია საჭირო, რათა პასუხი გაეცეს გავრცელებულ შეკითხვას: „ხომ არ მჭირდა COVID-19 ისე, რომ ამის შესახებ არც ვიცოდი?“
  • აპრილში ათასობით ჩეხმა ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა კვლევაში, რომელიც მათაც გასცემს პასუხს და, ამავე დროს, მკვლევრებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG