Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი: რურუას გათავისუფლება "ქართულ ოცნებაზე" დამოკიდებული არ არის


მმართველი პარტიის წევრი, გია ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. მან დღეს, 3 ივნისს, ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება მათ არ შეუძლიათ.

"პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით ვის ეკისრება, მე მგონი, ამასთან დაკავშირებით მე არ უნდა ვპასუხობდე. რაც შეეხება რურუას გათავისუფლებას, ეს "ქართულ ოცნებაზე" დამოკიდებული არ არის, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება", - თქვა მან.

8 მარტს, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, დიპლომატების ჩართულობით, შეთანხმება გაფორმდა. ამ შეთანხმებით პარტიებმა ვალდებულება აიღეს, რომ მხარს დაუჭერდნენ საარჩევნო ცვლილებებს, რომლითაც პროპორციულად 120 მანდატი გადანაწილდებოდა, მაჟორიტარული წესით კი - 30. ამავე შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტიკურ მართლმსაჯულებას შეეხებოდა.

დოკუმენტზე ხელმოწერის მიუხედავად, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ოპოზიცია კი ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ამ შეთანხმების ნაწილად მიიჩნევს. მათგან უგულავა და ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა.

"ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" რურუას გათავისუფლებამდე არ აპირებენ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG