Accessibility links

"უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ როგორმე მივაღწიოთ მაგალითად, 9 ქულას და დავეწიოთ სინგაპურს, ჰონგ კონგს, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიას"


გია ჯანდიერი, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცეპრეზიდენტი

"ფრეიზერის ინსტიტუტმა" "ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსელთან" ერთად გამოაქვეყნა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ მორიგი გამოკვლევა, რომელიც 2017 წლის მონაცემებს ეფუძნება.

ამ გამოკვლევის მიხედვით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების კუთხით მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზეა (7,94 ქულით) და გამოკვლევის სამიზნე წინა წელთან (2016) შედარებით ერთი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია. 2014 წლის შეფასებაში საქართველოს მე-8 ადგილი ეკავა (8,01 ქულით).

შეფასება ემყარება რამდენიმე კომპონენტს, ესენია: მთავრობის ზომა, მართლმსაჯულების სისტემა და საკუთრების უფლება, ვალუტის სტაბილურობა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება, რეგულირებების წნეხი. ყველაზე ცუდად (6,34 ქულით) საქართველოს შემთხვევაში ფასდება მართლმსაჯულების სისტემისა და საკუთრების უფლების კომპონენტი, ყველაზე მაღალი შეფასება (8,89) კი ვალუტის სტაბილურობის კომპონენტმა დაიმსახურა.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“ ფრეიზერის ინსტიტუტის პარტნიორი და გამოკვლევის თანაავტორია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ნაწილში.

ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი გია ჯანდიერი რადიო თავისუფლების ეთერში განმარტავს:

„ახლა იგივე სურათი გვაქვს, უბრალოდ, მეთოდოლოგიური ცვლილებების გამო, საქართველო პირველ ათეულს მიღმა დარჩა. ამაზე ტრაგედიის გათამაშება ალბათ არ ღირს, რადგან მეთოდოლოგიის ცვლილების გამო მე-7-ს ნაცვლად მე-12 ადგილზე ვართ და წინა წელთან შედარებით ერთი ადგილით გაუმჯობესებაც გვაქვს. მთავარია, შედეგები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის თავისუფლების ხარისხის მიხედვით, რა მხრივაც ბოლო წლებში წინ არ მივდივართ. 8 ქულაზე გავჩერდით და სასურველი იქნებოდა, ჩვენ მივიწევდეთ უფრო მაღლა. ეს არ იქნება ადვილი, რადგან ზუსტად 8-ის ზემოთ აწევა გაცილებით რთულია. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ როგორმე მივაღწიოთ მაგალითად, 9 ქულას და დავეწიოთ სინგაპურს, ჰონგ კონგს, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიას. ამ ქვეყნებს თუ დავეწევით, შესაძლებელია ეკონომიკურმა თავისუფლებამ მეტი ნაყოფი გამოიღოს ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის".

გია ჯანდიერი მნიშვნელოვნად თვლის იმის დანახვას რა კომპონენტში აქვს საქართველოს უკუსვლა ან სტაგნაცია:

"ჩვენ თავიდანვე, როცა საქართველო ჩაერთო ამ ქსელსა და გამოკვლევაში (2004 წლამდე არ ვიყავი), ყურადღებას ვამახვილებდით, რომ კერძო საკუთრების საკითხია ყველაზე მთავარი, რადგან ჩვენ მოვდივართ სამყაროდან, სადაც კერძო საკუთრება საერთოდ აკრძალული იყო. კერძო საკუთრების დაცულობაზე პირველ რიგში გახსენდება სასამართლოს დამოკიდებულება კერძო საკუთრებისადმი“.


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG