Accessibility links

"გაუფრთხილებელი დამოკიდებულება ბიზნესგარემოსადმი ძალიან მკაფიოა"


"გაუფრთხილებელი დამოკიდებულება ბიზნესგარემოსადმი ძალიან მკაფიოა"
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:33:13 0:00

"საქასტატმა" გამოაქვეყნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2018 წლისa და 2018 წლის მე-4 კვარტლის წინასწარი მონაცემები. 2017 წელთან შედარებით 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34,9%-ით არის შემცირებული. რითი ხსნის ამას "საქსტატი" და რა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს შემცირებას? "საქსტატის" განმარტებით, "შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა)". "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცეპრეზიდენტი, გია ჯანდიერი "დილის საუბრებში" იხსენებს წინა წლის სტატისტიკაზე ხელისუფლების გამოხმაურებას: "წინა პატაკი იყო ძალიან ოპტიმისტური, როცა ამბობდნენ, რომ გაიზარდა ინვესტიციები. ფაქტი იყო, რომ ერთ პროექტზე იყო საუბარი. ახლა ხდება აღიარება იმისი, რომ ერთი პროექტის გამო იყო ჟივილ-ხივილი, რომ თითქოს რაღაც ხდებოდა". რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 35%-იან შემცირებას? "ცხადია, ამ კლებას სხვადასხვა გავლენა ექნება. მაგალითად, ლარის კურსის ვარდნა, ალბათ, მოსალოდნელია იმის გამო, რომ ინვესტიციები შემცირდა და მოთხოვნა დოლარზე უნდა გაიზარდოს. ზოგადად მგონია, რომ არსებული მდგომარეობა, არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური პირობები არ შეესაბამება იმას, რაც ჩვენნაირ ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ ინვესტიციების მუდმივად მაღალი ნაკადი გვქონდეს". რას ნიშნავს მაღალი ნაკადი და რა იქონიებდა საგრძნობ ეფექტს საქართველოს ეკონომიკაზე? "საქართველოს მოქალაქეების და ყოფილი მოქალაქეების გადმორიცხვები უცხოეთიდან უფრო დიდ როლს თამაშობს ახლა ქართულ ეკონომიკაში, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ალბათ, ჩვენნაირი ქვეყნისთვის საჭიროა ამ ინვესტიციების გაორმაგება თუნდაც იმისთვის, რომ დავინახოთ მეტი დასაქმება და შემოსავლების ზრდა". გია ჯანდიერი რეალური მდგომარეობის შესაფასებლად მნიშვნელოვნად თვლის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკაზე დაკვირვებას აშშ დოლარში: "16 მილიარდ დოლარს ვერ გადაცდა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი. ლარებში ეს სხვაგვარად ჩანს, თითქოს ზრდა არის. ეს განსხვავებული მონაცემები შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ დავაფრთხოთ ინვესტორები. მაგალითად, 2013 წლის ბოლოს საშუალო ხელფასი რომ ავიღოთ და 2018 წლის ბოლოს საშუალო ხელფასი: მაშინ იყო $470 და ახლა არის $430. დოლარში გადათვლა იმიტომ არის საჭირო, რომ რეალური ღირებულება დავინახოთ ზრდისა თუ კლების. შეგვიძლია გავიხსენოთ კუპონების პერიოდი, როცა ყველანი მილიონერები გავხდით და სამწუხაროდ, ის მილიონები ვერაფერს ყიდულობდა". "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცეპრეზიდენტი საქართველოდან სამუშაო ძალის გადინებაზეც ლაპარაკობს: "ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ოჯახი არ დარჩა, ვისაც არ ჰყავს ბოლო 4 წელიწადში უცხოეთში წასული წევრი - იმიტომ კი არა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გართულდა, არამედ ის იმედისმომცემი არ გამხდარა და იმიტომაც, რომ წასვლის შესაძლებლობა გაჩნდა და ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა. დიდი დაფიქრება სჭირდება მთავრობას, რომ გაერკვიოს ამ სინამდვილეში და არ დაუჯეროს მატყუარა რიცხვებს". მსმენელის მიერ დასმულ შეკითხვას - თქვენ რომ იყოთ ქვეყნის სათავეში, რას გააკეთებდით, რომ ქვეყანა ეკონომიკურად უკეთესობისკენ წასულიყო და ხალხი დასაქმებულიყო? - გია ჯანდიერმა უპასუხა: "ძალიან მარტივია ეს ფორმულა. უნდა გაგრძელდეს გადასახადების შემცირების პოლიტიკა და რეგულირების ზრდაზე ხელი ავიღოთ. ამ მთავრობის ადგილას, გამოვაცხადებდი, როგორც ეს ადრე პრემიერმინისტრმა გურგენიძემ გამოაცხადა - კანონში შეიტანა პირადპირ როგორ შემცირდებოდა გადასახადები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. მეორე მხრივ, მორატორიუმს გამოვაცხადებდი ყველა სახის რეგულირების შემოღებაზე. ეს იქნება ძალიან სერიოზული სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ ამ ქვეყანაში დადგა მომენტი, როცა მისი ხელმძღვანელობა მიხვდა, რა არის საკეთებელი. ამავე დროს, ლარს მივაბამდი ევროს და შევწყვეტდი მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც გვაქვს, რამაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გააღატაკა და ბიძგი მიცა იმას, რომ ძალიან დიდი ნაწილი გაქცეულიყო საქართველოდან". ეკონომიკის ექსპერტი ლაპარაკობს საბიუჯეტო ხარჯების ზრდაზე: "დიდი მოცულობით მოხდა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში, არა მარტო

XS
SM
MD
LG