Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გობრონიძე რუსეთში მიმდინარე ცვლილებებზე


გიორგი გობრონიძე რუსეთში მიმდინარე ცვლილებებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:50:39 0:00

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გობრონიძე რადიო თავისუფლების ეთერში ეხმაურება რუსეთში მიმდინარე ცვლილებებს. ის თვლის, რომ როგორც სამთავრობო ცვლილებები, ისე დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები არის სტატუს კვოს შენარჩუნების „ჩვეულებრივი მცდელობა“: „პოლიტიკური ელიტა ამგვარად ცდილობს გაიხანგრძლივოს თავისი ყოფნა ძალაუფლების სათავეებთან და შესაბამისად უზრუნველყოს წვდომა იმ მატერიალურ და ეკონომიკურ სიკეთეებზე, რომელსაც ეს ძალაუფლება აძლევს მას“. ამასთან, გიორგი გობრონიძე დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებიდან ერთს გამოყოფს: „ძალიან საინტერესოა, რომ ვლადიმირ პუტინი პარლამენტს აძლევს პრემიერის დამტკიცების უფლებას და არა პრეზიდენტს, რადგან შეიძლებოდა დარჩენილიყო ძველი მოდელიც, როგორც იყო მაგალითად პუტინ-მედვედევის ტანდემის შემთხვევაში, როცა დმიტრი ანატოლის ძე მედვედევი გახდა რუსეთის პრეზიდენტი, ხოლო პუტინმა დაიკავა პრემიერმინისტრის პოსტი. ამ შემთხვევაში ის აძლევს ამ უფლებას პარლამენტს, რათა პრეზიდენტზე მისი დამოკიდებულება და შესაბამისი ანგარიშვალდებულებაც იქნას შემცირებული. აქ მარტო პოზიციის დაცულობაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ანგარიშვალდებულებაზე, რადგან პუტინს არ სურს, თუკი რუსეთის პრემიერი გახდება, ანგარიშები აბაროს რუსეთის პრეზიდენტს“. რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთან დამოკიდებულებაში? „დილის საუბრების“ სტუმარი თვლის, რომ, არათუ ამ სახის ცვლილებით, რეალურად რომ შეცვლილიყო რუსეთის მმართველი გუნდი, საგარეო პრიორიტეტები უცვლელი დარჩებოდა: „საქართველო-რუსეთის ურთიერთობას თუ განვიხილავთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის იმ მიმართულების ნაწილად, რაც გულისხმობს თუნდაც იგივე დასავლური კოალიციების არდაშვებას რუსეთის ახლო საზღვარგარეთში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებითი მნიშვნელობა იმასაც კი არ ექნებოდა, რეალურად რომ შეცვლილიყო რუსეთში პოლიტიკური გარემო და გვეხილა განსხვავებული პოლიტიკური რეჟიმის მქონე რუსეთი. ...დღეს რუსეთს აქვს ძალიან დაბალი პოტენციალი იმისათვის, რომ რეალური ცვლილებები შესთავაზოს საზოგადოებას და მითუმეტეს - განვითარების პოზიტიური დღის წესრიგი, რადგან ვხედავთ, რომ გარკვეულწილად რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რომელიც შეუძლებელია ასე ცალსახად ერთ კონკრეტულ თეორიულ ჭრილში განვიხილოთ, გარდა ამ შეტევით-რეალისტური მიდგომებისა, ასევე ეფუძნება ერთგვარ სოციალურ კონსტრუქციებსაც. მაგალითად, დასავლეთთან კონფრონტაციის ნარატივი რომ ავიღოთ, ხომ ყველას გვესმის, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთს საფრთხე და მითუმეტეს, სამხედრო საფრთხე არ ემუქრება... მაგრამ ეს სჭირდებათ ძალიან მარტივი მიზეზით, რომ მოსახლეობას აუხსნან, რატომ არის მათი დიდი ნაწილი არც თუ კარგ საცხოვრებელ პირობებში. ანუ, სჭირდებათ მასის მობილიზაცია და კონსოლიდაცია გარკვეული ალყაშემორტყმულობის იდეის გარშემო“. გიორგი გობრონიძემ რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა საქართველოს ოკუპაციის საერთაშორისო აქტუალიზაციის გამოწვევაზე: „შეეგუა თუ არა დასავლეთი [საქართველოს] ტერიტორიების ოკუპაციას? დასავლეთი შეეგუება იმას, რასაც შევეგუებით ჩვენ. არ ვთვლი, რომ დასავლეთმა ან ვინმემ საერთოდ მსოფლიოში უნდა გააკეთოს ჩვენი გასაკეთებელი, თუ ჩვენი დიპლომატია, მაგალითად, ელემენტარულად არ ითხოვს სათანადოდ, არ სვამს საკითხებს, არ ქმნის პრობლემას საერთაშორისო სისტემაში ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისგან და იმ ეთნოწმენდისგან, რომელიც იქნა განხორციელებული ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ და ჰუმანიტარული კატასტროფისგან, რომელიც დღესაც ხორციელდება. ერთხელ მაინც თუ მოგვისმენია ქართველი დიპლომატებისგან ის, რომ რუსეთის ფედერაციამ, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე, უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი თუნდაც იმის გამო, რომ ეთნიკური ქართველები გალის რაიონში დღეს პრაქტიკულად ადამიანებად აღარ ითვლებიან იქ არსებული ე.წ. აფხაზური კანონმდებლობის შესაბამისად?! ყველა უფლება ჩამოართვეს ამ ხალხს: თავისუფლად გადაადგილების, საკუთარ ენაზე განათლების მიღების, უძრავი ქონების შეძენის, ბიზნესის წარმოების. ყველაფრის უფლება აყარეს ამ ადამიანებს და მარტივად გამოგვიგზავნა აფხაზეთმაც და ცხინვალმაც გზავნილი - ერთხელ ოთხოზორიას შემთხვევაში, მეორედ ტატუნაშვილის შემთხვევაში, რომ ქართველი ადამიანის სიცოცხლე მათთვის არაფერს ნიშნავს. ამას ჩვენგან მოჰყვა ჯეროვანი საერთაშორისო-პოლიტიკური რეაქცია, რომელიც უნდა მოჰყოლოდა?! აქ მარტო ინფორმირებულობაზე არ არის ლაპარაკი. ზუსტად უნდა გვქონდეს გან

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG