Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რუხაძე გიგი უგულავას დაკავებასა და პოლიტიკურ რისკებზე


საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი, გიორგი რუხაძე თვლის, რომ 12-13 თებერვალს სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ იქნება მორიგი „შტურმი“ ევროპარლამენტარებისგან: „ხვალ და ზეგ იქნება მორიგი „შტურმი“ საქართველოს ხელისუფლებაზე სტრასბურგში. ეს საბოლოოდ სად წავა და რად გადაითარგმნება, ჩემთვის ძალიან ძნელი სათქმელია, რადგან სამი კვირის წინანდელ „შტურმს“ ჰქონდა ამოცანა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, უკან დაეხია, საარჩევნო რეფორმა განეხორციელებინა, რომელიც მეტნაკლებად ყველასთვის მისაღები იქნებოდა და ამას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. დღეს უკვე ასეთი ამოცანის დასახვა ევროპარლამენტარების მხრიდან ცოტა ინფანტილური მგონია, მაგრამ კრიტიკის ქარცეცხლი კვლავ იქნება“. ევროპარლამენტში შეხვედრების წინ გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯას გიორგი რუხაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ მისივე თანაგუნდელებისთვის გაკეთებულ „ცუდ საჩუქრად“ აფასებს: „ისედაც ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ევროპარლამენტარები და ჩვენ ვნახეთ სამი კვირის წინ ბრიუსელის სესიაზე რა ისმოდა საქართველოს დელეგაციასთან მიმართებით - ისმოდა, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ეს ყველაფერი გაამყარა ახლა გუშინდელი გადაწყვეტილებით ივანიშვილმა. ისინი ამბობდნენ, რომ დემოკრატია მიდის უკან, რომ სასამართლო არ არის, რომ ხელისუფლებამ ძალაუფლების მიტაცებისთვის ჩააგდო საარჩევნო რეფორმა და ამის გაყიდვას ცდილობს შიდაპარტიულ დემოკრატიად. ყველა სხდომას, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს პოლიტიკას ეხება, ან ვუსმენ, ან იქ ვარ: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რიტორიკა საქართველოსთან მიმართებით არასდროს მომისმენია“. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მოსაზრებას, რომ დასავლელი პარტნიორები არასათანადოდ არიან ინფორმირებული და მიკერძოებული ცნობების ტყვეობაში იმყოფებიან, პოლიტოლოგი ასე პასუხობს: „ის ადამიანები, ვისგანაც ეს კრიტიკა ისმის, გასული ათი წლის და ზოგიერთი უფრო დიდი ხნის განმავლობაში, პირდაპირ არის ჩართული საქართველოს საქმეებში. [ანდრიუს] კუბილიუსი, ანა ფოტიგა და ბევრი სხვა ტრადიციულად არიან საქართველოს მეგობრები და მერწმუნეთ, საქართველოს შესახებ ინფორმაცია აქვთ ძალიან კარგად, მრავალი მხრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ მოლაპარაკებებში ჩართულია ევროკავშირის ელჩი. ის არის ერთ-ერთი მთავარი მოდერატორი და ელჩის მოვალეობაა, რომ მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე [ევროკავშირის] დედაქალაქებს. სრული სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ ოპოზიცია აწვდის ინფორმაციას და ხელისუფლება ვერ აწვდის. ჯერ ეს რა სასაცილოა. ...იმის თქმა, რომ იდიოტები არიან და ინფორმაციას ვერ არჩევენ ერთმანეთისგან - მართალი რა არის, ტყუილი რა არის, ეს გზავნილი არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას“. გიორგი რუხაძის თქმით, უგულავას დაკავებით ივანიშვილმა არაერთი გზა ჩახერგა: „ამ სიტუაციაში, როცა მთელი დასავლეთი ელოდა რაღაც საქმეს, მინიმუმ რაღაც ნაბიჯს, რომ საქართველოში ეს კრიზისი განმუხტულიყო და შემდეგი არჩევნები, რომელიც მთავარი მოვლენაა და მასთან მიმართებაში ხდება ყველაფერი, ჩატარებულიყო შედარებით უკეთეს გარემოში და ისეთ სივრცეში, რომელიც მინიმუმ შესაძლებლობას მისცემდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომ დაემტკიცებინა, რომ სწორ გზაზე დგას და დემოკრატიის განვითარების შანსი აქვს. რეალურად ამ ნაბიჯით, რასაც ჰქვია გიგი უგულავას ციხეში ჩამწყვდევა, ივანიშვილმა ფაქტობრივად ჩახერგა ეს გზა. მან აღარ დატოვა ოპოზიციასთან მოლაპარაკების სივრცე და თუ ოპოზიცია მაინც წავა მოლაპარაკებაზე ხელისუფლებასთან, ეს ნიშნავს, რომ მისი პოზიციები ბევრად უფრო სუსტი იქნება ხვალ. მან ასევე ერთგვარად ჩახერგა გზა დასავლელ პარტნიორებთან იქიდან გამომდინარე, რომ ის ნდობის რესურსი, რომელიც ისედაც ძალიან ცოტაა და მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო პროპორციული საარჩევნო რეფორმა, მისი ნდობის მანდატი შეირყა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ახლა მას ჰქონდა შანსი, რომ რაღაც ფორმით წინ გადაედგა ნაბიჯები. აქაც ფაქტობრივად ბოლომდე ჩახერგა გზა და როგორც მაშინ არავინ დაიჯერა, რომ აჯანყდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, იგივენაირად არავინ დაიჯერებს, რომ უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად გამოიტანა განაჩენი უგულავას წინააღმდეგ. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ: სამართლებრივი ნაწილი სრულიად უნაკლ

XS
SM
MD
LG