Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგორი კარასინი: "ჩვენ მოკლედ შევეხეთ რეგიონულ პრობლემებს"


გრიგორი კარასინი: "ჩვენ მოკლედ შევეხეთ რეგიონულ პრობლემებს"
please wait

No media source currently available

0:00 0:02:20 0:00

27 თებერვალს პრაღაში, სასტუმრო “ავგუსტინერში” გაიმართა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა. „ჩვენ მოკლედ შევეხეთ რეგიონულ პრობლემებს. და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან გამოითქვა შეშფოთება რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და აშშ-ის მზარდი აქტიურობის, არაერთი სწავლების ჩატარების გამო საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოების მონაწილეობით. ცხადია, ჩვენ ეს გარკვეული ამოცანების წინაშე გვაყენებს. ვინაიდან იგი არღვევს სახელმწიფოთაშორის კონტაქტების განვითარების ხელსაყრელ ატმოსფეროს, გვაიძულებს ვიფიქროთ შედეგებზე“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.

XS
SM
MD
LG