სეპარატისტული იჩქერიის წინააღმდეგ რუსეთის ომის დროს გროზნო თითქმის მთლიანად განადგურდა. 2019 წელს ფოტოგრაფი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა იმავე ადგილების გადასაღებად, რომლებიც 1995 წლის ქრონიკაში აღიბეჭდა.

იჩქერიის დამოუკიდებლობის მომხრეები 1995 წლის 25 იანვარს ცეცხლის ქვეშ გადარბიან გროზნოს ცენტრალურ, ლენინის პროსპექტზე. ქვემოთ იმავე ადგილის ფოტოა, გადაღებული 2019 წლის 26 ივლისს.

ფოტოსურათების ეს კომბინაცია ასახავს დამოუკიდებლობის მომხრეებს, რომლებიც რუსეთის ჯარებს შეეჯახნენ გროზნოს ცენტრში 1995 წლის 25 იანვარს, და იმავე ადგილს 2019 წლის 26 ივლისს.

1995 წლის 25 იანვარს გროზნოს ცენტრში მიმდინარე ბრძოლის დროს ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი ეხმარება ექიმს, რომ რუსების ცეცხლის ქვეშ თავშესაფარს მიაღწიოს.

ჩეჩენ მებრძოლთა ჯგუფი დისლოკაციის ადგილს იცვლის გროზნოს ცენტრში მიმდინარე ბრძოლების დროს 1995 წლის იანვარში. იგივე ადგილია გამოსახული 2019 წლის 26 ივლისს გადაღებულ ფოტოზე.

გროზნოს ცენტრის ხედი ჩეჩენთა ფრონტის მხრიდან 1995 წლის 25 იანვარს და ქალაქის ცენტრის იგივე ხედი, გადაღებული 2019 წლის 26 ივლისს.

ჩეჩნების მიერ შესრულებული ზიკრი (ცეკვა) გროზნოში, პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის რეზიდენციის წინ, 1994 წლის 16 დეკემბერს.

დანგრეული შენობა, ომამდელი პლაკატებით: „მშვიდობა კავკასიას! მშვიდობა ყოველთა!“ გროზნო, 1995 წლის 25 იანვარი. იმავე ადგილზე დღეს კიდია პლაკატი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა, და ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის, გამოსახულებით.