Accessibility links

დაზუსტდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარების ახალი ვადები


ზაფხულის ოცდამეთორმეტე ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2021 წელს გაიმართება, 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა მას შემდეგ, რაც ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შეთავაზებულ წინადადებას მხარი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმაც დაუჭირა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის წლეულს უნდა ემასპინძლა, 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ სეზონის უმთავრესი სპორტული ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ასევე ერთი წლით გადაიწია პარალიმპური თამაშების თარიღმაც და 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

შეცვლილი თარიღის მიუხედავად, 2021 წელს გასამართი ოლიმპიადის დასახელება იგივე დარჩება: „ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები ტოკიო-2020".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG