Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაინახე, როგორ ცვლის საარჩევნო ბარიერი პარლამენტს


მმართველი პარტია დათმობაზე წავიდა და 6 დღის წინ დაწყებული საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას დასთანხმდა. “ქართული ოცნება” მზადაა 2020-ში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს, თუმცა აქვს დათქმა - საარჩევნო ბარიერი უნდა გაუქმდეს.

რას იწვევს ბარიერის გაუქმება

ერთი მხრივ, დაბალი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტი პოლიტიკურად მრავალფეროვანი ხდება, თუმცა, მეორე მხრივ, პოლიტიკურად ფრაგმენტირებული საკანონმდებლო ორგანო დიდხანს და მძიმედ იღებს გადაწყვეტილებებს.

რეალური და მოდელირებული პარლამენტები სხვადასხვა ბარიერის შემთხვევაში

2016 წლის პარლამენტი - რეალური სურათი

სისტემა: პარალელური. 150 მანდატიდან 73 მაჟორიტარული წესით განაწილდა, 77 - პროპორციულით.

საარჩევნო ბარიერი:5%

პარლამენტში მოხვდა 5 პარტია

2016 წლის პარლამენტი - მოდელირებული სურათი

სისტემა:პროპორციული. 150-ვე მანდატი პროპორციული სისტემით ნაწილდება.

საარჩევნო ბარიერი: 5%

პარლამენტში მოხვდებოდა 3 პარტია

2016 წლის პარლამენტი - მოდელირებული სურათი

სისტემა:პროპორციული. 150-ვე მანდატი პროპორციული სისტემით ნაწილდება.

საარჩევნო ბარიერი: 3%

პარლამენტში მოხვდებოდა 7 პარტია

2016 წლის პარლამენტი - მოდელირებული სურათი

სისტემა:პროპორციული. 150-ვე მანდატი პროპორციული სისტემით ნაწილდება.

საარჩევნო ბარიერი: 0%

პარლამენტში მოხვდებოდა 10 პარტია

შენიშვნა: მოდელირებულ შემთხვევებში გაუნაწილებელი მანდატები განაწილებულია უდიდესი ნაშთის მეთოდით.

რა გამოცდილება გვაქვს დაბალი ბარიერის შემთხვევაში

საქართველოს ყველაზე დანაწევრებული პარლამენტი თავისი არსებობის ისტორიაში 1992 წელს ჰყავდა. ეს იყო პირველი პარლამენტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავირჩიეთ.

1992 წლის პარლამენტი - რეალური სურათი

სისტემა: რეგიონალურ-პროპორციული.

234 მანდატიდან 150 პროპორციული წესით განაწილდა და 84 - მაჟორიტარულით. პარლამენტის 235-ე წევრი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ბიულეტენში კანდიდატთა გვარები ცალკე იყო შეტანილი.

საარჩევნო ბარიერი: 0%

პარლამენტში პროპორციული წესით მოხვდა 24 პარტია

„არაგონივრულად დაბალი ბარიერით არჩევნების ჩატარება გაზრდის პარტიულ ფრაგმენტაციას და გამოიწვევს ისეთი პარტიების შექმნასა და პარლამენტში მოხვედრას, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობაში ადეკვატურად ჩართვის რესურსი და შესაძლებლობა არ ექნებათ. მსგავსი გამოცდილება საქართველოს უკვე აქვს, რაც ... 1992 წლის არჩევნების შედეგებში უკიდურესი ფრაგმენტაციის სახით გამოვლინდა და გამოიკვეთა პოლიტიკური პარტიების მასობრივად შექმნის ტენდენცია.

სამართლიანი არჩევნები

0% ბარიერის სარგებელი და რისკები

  • პოლიტიკურად მრავალფეროვანი საკანონმდებლო ორგანოში რთულდება საკონსტიტუციო უმრავლესობისა და, ზოგადად, უმრავლესობის შექმნა;
  • ნებისმიერი გადაწყვეტილება - მაგალითად, მთავრობის დამტკიცება - ბევრი პარტიის, შესაძლებელია, იდეოლოგიურად ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების, კონსენსუსს მოითხოვს, რაც, დიდი ალბათობით, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების შესძლებლობას ამცირებს;
  • იქმნება იმის მაღალი ალბათობა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი პოლიტიკური თუ ფინანსური ვაჭრობის საფუძველი გახდეს;
  • თეორიულად შესაძლებელია ამ პრინციპმა არა გარიგებების, არამედ კონსენსუსების კულტურა შექმნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG