Accessibility links

დამატებითი ეკონომიკური ღონისძიებები


ავტორი: რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი

კარანტინის პრაქტიკა XIV საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება, როდესაც ვენეციის ოფიციალურმა პირებმა , შავი ჭირის პრევენციის მიზნით, ხომალდებს 40 დღის განმავლობაში ღუზაზე დგომა აიძულა.

თანამედროვე კარანტინის ექსპოზიცია წარმოდგენილია იზოლაციის გლობალური მასშტაბებითა და საერთო ეკონომიკური ჯანმრთელობის ფასით.

სამწუხაროდ, ქართული ეკონომიკის იმუნური სისტემა მზად არ აღმოჩნდა კორონავირუსის გამოწვევების გასამკლავებლად. ამიტომ, კარანტინი გახდა მექანიზმი, რომელიც ერთის მხრივ ამცირებს ინფექციის გავრცელებას, თუმცა მეორეს მხრივ ზრდის ფულის ხარჯვას. აღნიშნულ ფონზე, გვაქვს ეპიდემიოლოგიური პროცესების კონტროლზე მიმართული ბრძანებებიც და ამ ბრძანებების შესრულებისთვის საჭირო პირობების შექმნის გამოწვევებიც.

ფაქტია, რომ მოსახლეობა, რომელიც ვერ სარგებლობს სამომხმარებლო თავისუფლებით საჭიროებსჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების ღონისძიებებს. ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს მოეთხოვება, რომ უზრუნველყოს ღონისძიებების გატარება:

  • საჭიროა სოფლებში იაროს სააფთიაქო ქსელის მანქანებმა, რომელიც სოფლად მცხოვრებს, მოხუცებსა და პენსიონრებს მედიკამენტებს მიაწოდებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვამ, სოფლად მაცხოვრებლები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. მათ რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ მედიკამენტებისა და პროდუქტის შეძენის მიზნით;
  • საჭიროა სოფლებში იაროს ბანკის მანქანებმა, რომლებიც დაარიგებს პენსიას და მოსახლეობას უზრუნველყოფს საბანკო მომსახურებით;
  • მოსახლეობას სჭირდება მონეტიზებული შეღავათები და დახმარებები;
  • იმპორტის სუბსიდირების პოლიტიკის ნაცვლად, განხორციელდეს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების სუბსიდირების პოლიტიკა; დღეს, ვაფინანსებთ იპორტირებული სურსათის ფასის შემცირებას. როდესაც ეპიდემია დასრულდება, შესაძლო სცენარი იქნება: ფასების ზრდა, საიმპორტო პროდუქციის დეფიციტი, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისთვის საჭირო თანხების დეფიციტი, სადაც აღარც ეკონომიკას დარჩება იმპორტის სუბსიდირების ფული და აღარც მოსახლეობას - სურსათის ყიდვის ფული;
  • საქართველომ ისარგებლოს ნავთობის ბაზარზე არსებული მოცემულობით. 20 მარტს, ტეხასური WTI Crude ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმზე დაეცა და 0-ს ქვემოთ ჩამოვიდა. აღნიშნულის მიზეზი გახდა შესყიდვების დაცემა. გაუხარჯავი მარაგების გამო, ნავთობზე მოთხოვნის შემცირება. 0-ს ქვემოთ ფასი ნიშნავს, რომ მყიდველი იხდის მხოლოდ მიწოდების ხარჯებს, რაც მოიცავს ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯებს;
  • წარმოდგენილიჰქონდეთ ინფექციური დაავადების ეკონომიკური გავლენის ანალიზი და მისი ეკონომიკური ზემოქმედების პროგნოზი. ანალიზი და პროგნოზი;
  • დადგენილი იქნას პანდემიისგან გამოწვეული კომის ეკონომიკური ეკვივალენტი; შემუშავდეს კრიზისიდან სარგებლის მიღების საბაზო პროგრამები .

ადმინისტრირების გამკაცრებისა და ჯარიმების ნაცვლად, გვჭირდება ბალანსის დაცვა, მოსახლეობის გადაადგილების მიზნობრიობისა და ეკონომიკურ აქტივობის გაგრძელების თვალსაზრისით. ეკონომიკამ თუ ფუნქციონირება არ გააგრძელა, მოსახლეობამ თუ ეკონომიკური აქტივობა არ განახორციელა, „კონტროლის მექანიზმები“ დაბლაგვდება და მხოლოდ წნეხს გაზრდის.

დაბოლოს, დროა, წერტილი დაესვას ჯანმრთელობასა და ეკონომიკას შორის არჩევანის გაკეთებას. ახლა ქვეყანას და ხალხს სჭირდება ორივე ერთად, ჯანმრთელი ეკონომიკა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG