Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ხუნდაძე: ბატონ ბიძინას კიდევ ერთხელ დავუდასტურებ ერთგულებას და მოვუხდი ბოდიშს


„ბატონ ბიძინას კიდევ ერთხელ დავუდასტურებ ერთგულებას და მოვუხდი ბოდიშს, რადგან მე, პრაქტიკულად, მისი აზრის გაუთვალისწინებლობა მომიწია“, – განაცხადა პარლამენტარმა დიმიტრი ხუნდაძემ „ტვ პირველის“ ეთერში. დიმიტრი ხუნდაძეა იმ სამ დეპუტატს შორის, რომელმაც ხმა მისცა საარჩევნო წესის ცვლილებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც არჩევნები მაჟორიტარული წესის ნაცვლად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

"ის გავითვალისწინე, რაზეც შევთანხმდით 2012 წელს და რასაც ვაკეთებთ 2012 წლის შემდეგ. სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არის „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალა. ყოველდღე დაადასტურა მან ეს. ჩვენი გადაწყვეტილებაა ქვეყნის სტაბილური განვითარება და თუ გინდა სტაბილურობა, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ჩამოსცილდეს პოლიტიკურ სპექტრს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

14 ნოემბერს 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების“ 92 დეპუტატის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

პარლამენტში მაჟორიტარული წესიდან პროპორციულ წესზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების კენჭისყრა მის ჩავარდნამდე ორჯერ გადაიდო.

საარჩევნო წესის ცვლილება იყო 20-21 ივნისის შემდეგ პერმანენტული აქციების. პროპორციულ წესზე 2020 წლის არჩევნებისთვის გადასვლის პირობა მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

აქტივისტები და ოპოზიუციური ძალები საკანონმდებლო ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ მასობრივ აქციებს აანონსებენ და მოსახლეობას პარლამენტის წინ გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG