Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ კოკოითი: „თავად მოვაგვარებთ ჩვენს სახლში პრობლემებს“


ედუარდ კოკოითი
ედუარდ კოკოითი

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში

ცხინვალსა და მოსკოვში კვლავ განიხილავენ სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, 4 მარტის გამოსვლას ცხინვალში, ღონისძიებაზე, რომელიც აფხაზეთის მეორე პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის, დაბადების დღეს მიეძღვნა. ექსპერტებმა ეს გამოსვლა კოკოითის რებრენდიგის მცდელობად შეაფასეს სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნების წინ.

2014 წლის საპარლამენტო არჩევნებისას კანდიდატების ფუჭი საუბრების გამო ამომრჩეველს პირდაპირი გაგებით ჩაეძინა. მეტ-ნაკლებად კაშკაშა მოვლენა გახდა„ერთიანი ოსეთის“ დაპირება რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების შესახებ, მაგრამ არც ისე კაშკაშა, რომ საარჩევნო ურნებთან ამომრჩეველთა ნახევარი მისულიყო (არჩევნებზე გამოცხადებულთა წილს „შევსება“ დასჭირდა), თუმცა იმდენად, რომ ამომრჩეველთა თითქმის ნახევრის ნახევარმა ხმა რუსეთთან შეერთებას მისცა.

ახლა ასეთი შეგრძნებაა:დისკუსიაც უფრო ცოცხალი იქნება და განსახილველი თემებიც უფრო რეალური. ამაზე მსჯელობა შეიძლება რამდენიმე წინასაარჩევნო მომენტის მიხედვით, რომელიც უკვე გამოიკვეთა, როგორც ეს იყო ახლანდელ მრგვალ მაგიდაზე პრეზიდენტ ბიბილოვისა და პოლიტიკური პარტიებისმონაწილეობით.

არ არის საჭირო იმ ხალხის გავლენის ქვეშ მოქცევა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მითითებებს ასრულებდა და მათი ჩაფლავების შემდეგ სურთ ჩვენი ხალხი გარიყონ.
ედუარდ კოკოითი

ცხადია, რომ სამთავრობო პარტია ეკონომიკურ და შიდა პოლიტიკურ შედეგებზე გააკეთებს აქცენტს - აღიარების მასშტაბის გაფართოებაზე და ასე შემდეგ,ოპოზიცია იმაზე, რომ ეს ყველაფერი რუსეთის დამსახურებაა, რომ ირღვევა მოქალაქეების უფლებები, პოლიტიკური თავისუფლება: ხელისუფლებას დაურეგისტრირებელ პარტიებსაც შეახსენებენ, იუსტიციის სამინისტროს საეჭვო შემოწმებებსაც. მიუთითებენ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ინდივიდუალური მმართველობის სისტემის რეფორმირება. მიუთითებენ ყველაფერ იმაზე, რაზეც 2011 წლიდან ლაპარაკობს პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი და დეპუტატი - ყველა გვპირდება რეფორმებს, მაგრამ არავინ აკეთებს.

წინასაარჩევნო დისკუსიებისთვის კიდევ ერთი თემა გამოიკვეთა. ის ედუარდ კოკოითიმ გააჟღერა სოხუმში 4 მარტს ღონისძიებაზე, რომელიც აფხაზეთის მეორე პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის, დაბადების დღეს მიეძღვნა. აი, მცირე ფრაგმენტი გამოსვლიდან:

„ჩემი ძმების სახლებში ჩემი ძმები თავად არიან უფროსები. თქვენც მინდა გთხოვოთ - თქვენს სახლებში თქვენი საქმეები თავად მოაგვარეთ.

(აპლოდისმენტები)

არ არის საჭირო იმ ხალხის გავლენის ქვეშ მოქცევა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მითითებებს ასრულებდა და მათი ჩაფლავების შემდეგ სურთ ჩვენი ხალხი გარიყონ. მათი რეპუტაციის გამოყველაზე მეტად ჩვენ ვზარალდებით და ამის შესახებ ღიად და თამამად უნდა ვისაუბროთ. თავად გავარკვევთ საკუთარ სახლში ყველაფერს!

(აპლოდისმენტები)

და ეგრეთ წოდებული „კონვერტის უფლება“ ვის ხელშია, ესეც მშვენივრად ვიცით. და ამ ხალხს- როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში - მართებს დაფიქრდეს: რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი - თქვენი ხალხის აზრი, სიყვარული და პატივისცემა, თუ იმ ჩინოვნიკების აზრი, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის დავალებები ვერ შეასრულეს. ასე არ გამოვა, ჩემო ძვირფასებო. იმისთვის არ გვიბრძოლია და გვიომია, რომ ვიღაცა ჩვენზე ექსპერიმენტებს ატარებდეს“.

ამ გამოსვლის თითქმის 17-წუთიან ჩანაწერს მთელი კვირა ერთმანეთს უგზავნიდნენ ჟურნალისტები, პოლიტოლოგები და, უბრალოდ, პოლიტიკით დაინტერესებული ხალხი.

კიდევ ერთხელ ვამბობ: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - საიმედო ფორპოსტებია რუსეთის ფედერაციისთვის. ეს გადახედვას არ ექვემდებარება. რუსეთმა, აღიარა რა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მოგვცა შანსი. თქვენ შექმენით აფხაზეთის სახელმწიფო, ჩვენც, 800 წლის შემდეგ, ჩვენი, ალანების, სახელმწიფო აღვადგინეთ.
ედუარდ კოკოითი

ედუარდ კოკოითი მიმართავს მათ, ვისაც აღიზიანებს შიდა პოლიტიკაში მოსკოვის კურატორების გადამეტებული ჩარევა, რამაც ქვა ქვაზე არ დატოვა ახალგაზრდა რესპუბლიკების სუვერენიტეტისგან. უნდა აღვნიშნოთ, რომ მან კარგად შეარჩია გამოსვლის ადგილი: იქ, სადაც კურატორები ყველაზე მეტად მობეზრდათ. ამის დასტური დარბაზის რეაქცია იყო. ხალხი ტაშს უკრავდა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი პრეზიდენტი და რუსი დიპლომატებიც იქ იყვნენ.

ედუარდ კოკოითი თითქოს მიანიშნებს: ეს სწორედ ის კურატორები და მათი ხელქვეითები არიან, რომლებმაც 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ დაუშვეს, ახლა კი ცდილობენ გაანეიტრალონ მისი გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე. ლაპარაკობდა რა „კონვერტის უფლებაზე“, ის გულისხმობდა სკანდალურ ისტორიას კონვერტებზე დეპუტატებისა და ჩინოვნიკებისთვის, რომელთა შესახებაც ვლადისლავ სურკოვის მიმოწერიდან გახდა ცნობილი.

ის თითქოსდა კითხვას უსვამს ამომრჩეველს: თქვენ მზად ხართ შეეგუოთ, რომ ეს მერკანტილური ადამიანები, რომლებიც დღევანდელი დღით ცხოვრობენ, თქვენი ეროვნული ელიტაა? მათ ჩააბარეთ თქვენი სახელმწიფოს მშნებლობა, თქვენი ბავშვების მომავალი?

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რას უპასუხებდნენ ედუარდ ჯაბას ძეს ოპონენტები, და რა შეიძლება მას ამაზე ეთქვა.მაგრამ რაც უნდა ილაპარაკონ, ედუარდ კოკოითიმ ბევრს დააბიჯა ჭრილობაზე, თან, არცთუ ისე შემთხვევით, გამიზნულად - მან იცის, როგორია საზოგადოების განწყობა.

შარშან ამ ნერვს ოლეგ ტეზიევიც შეეხო, როცა სოციალური ქსელების მეშვეობით სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს შესთავაზა ოცნება - განსაკუთრებული, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორია, სადაც ხალხი ბუნებასთან ჰარმონიულად და ჯანსაღი აზრით იცხოვრებდა. სხვათა შორის, შეეძლოთ კარგად ეცხოვრათ.

კოკოითიც ოცნებაზე საუბრობს:

„კიდევ ერთხელ ვამბობ: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - საიმედო ფორპოსტებია რუსეთის ფედერაციისთვის. ეს გადახედვას არ ექვემდებარება. რუსეთმა, აღიარა რა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მოგვცა შანსი. თქვენ შექმენით აფხაზეთის სახელმწიფო, ჩვენც, 800 წლის შემდეგ, ჩვენი, ალანების, სახელმწიფო აღვადგინეთ. ჩვენ თქვენთან ერთად ვალში ვართ ჩვენს წინაპრებთან, რომ ეს საქმე განვაგრძოთ. უფალმა გვიბოძა ეს საჩუქარი. ბევრ ერს, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით არიან, ავტონომიაც კი არ გააჩნია. ჩვენ კი, მცირერიცხოვან ერებს, მთელი სახელმწიფო გვაქვს.

მაშ, მოდით დავაფასოთ ჩვენი მონაპოვარი. ეს ჩვენი გმირობის საფასურია და ჩვენი გამარჯვების ალამი ძირს არ უნდა დავუშვათ“.

ვფიქრობ, მთელი რიგი საკითხები მოგროვდა განსჯისათვის, რის გამოც საარჩევნო კამპანია მოსაწყენი არ მოგვეჩვენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG