Accessibility links

ეკა აკობია სირიის საკითხზე


ეკა აკობია სირიის საკითხზე
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:50:32 0:00

22 ოქტომბერს, სირიის დროით 20:00 საათზე იწურება ცეცხლის შეჩერების ხუთდღიანი ვადა, რომელსაც დათანხმდა თურქეთი იმ პირობით, რომ სირიის ჩრდილოეთს დატოვებენ ქურთი მეომრები, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს. ცეცხლის შეჩერებაზე შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში შუამავალი შეერთებული შტატებია. ბოლო დღეების განმავლობაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ შეთანხმების დარღვევაში. 22 ოქტომბერს დაგეგმილია თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სოჭში. 21 ოქტომბერს რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო ფორუმზე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ „გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს“, რისი შინაარსიც არ დაუზუსტებია. სირიაში მიმდინარე მოვლენები სხვადასხვა ფაქტორის გამო ბევრს აშფოთებს საქართველოში. რა არის რეალურად საყურადღებო საქართველოსთვის და რა რისკებს შეიცავს სირიის მოვლენები? ეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი რადიო თავისუფლებას ეუბნება: „ბევრი ფაქტორია, რაც ჩვენი ყურადღების საგანი უნდა იყოს. პირველ რიგში ის, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, განსაკუთრებით - სირიაში, ძლიერდება რუსეთი, მისი სამხედრო ყოფნა სირიის ტერიტორიაზე, თუმცა, ეს არ არის პრეზიდენტ ტრამპის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების მყისიერი შედეგი. ეს არის ქმედებათა ჯაჭვი, რომელსაც ვხედავთ სირიაში 2011 წლიდან მოყოლებული. კულმინაცია ამის იყო 2015 წელი, როცა რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით შევიდა რეგიონში და ასადის ძალების საჰაერო მხარდაჭერა უზრუნველყო და შემდგომ წლებში, განსაკუთრებით, როცა აშშ-ის ადმინისტრაციაში მოხდა ცვლილება. თავდაპირველი იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა სირიაში და მოხდებოდა სხვა დესტრუქციული რეგიონული ძალების შეკავება, მათი სამხედრო ექსპანსიის შეკავება, სამწუხაროდ, არ გამართლდა. ტრამპის ადმინისტრაციაც შემოიფარგლა კონკრეტული მისიებით: ერთი იყო „დაეშის“ დამარცხება, მისთვის ტერიტორიული კონტროლის წართმევა და მეორე იყო განსაკუთრებული ჰუმანიტარული კატასტროფების არდაშვება. მაგალითად, ქიმიური იარაღის გამოყენების საპირწონედ სერიოზული მუქარა და მყისიერი კონკრეტული ქმედების განხორციელება, ვთქვათ, 2017 წელს პატარა ქალაქ ხან შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგოდ“. რაც შეეხება სირიის კონფლიქტში ჩარევის გზებსა და შედეგებს, „დილის საუბრების“ სტუმარი ასე აღწერს: „აშშ-ის ადმინისტრაცია ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო ნაკლებად აჩვენებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის მზადყოფნას იმისთვის, რომ სირიაში არ გაძლიერდეს ისევ ის ძალა, რომელთანაც დაიწყო სირიელმა ხალხმა ბრძოლა 2011 წელს, მაგრამ ეს არ არის მიკერძოებული არჩევანი. ის განაპირობა იმ საერთაშორისო და რეგიონული გარემოებების სკომპლექსურობამ, რომელშიც ჩაიბარა როგორც წინა, ასევე აშშ-ის ახლანდელმა ადმინისტრაციამ ეს კონფლიქტი. სამწუხაროდ, არც ერთ სხვა შემთხვევაში, ბოლო დეკადაში რაც გვახსოვს - არც ლიბიაში, არც ერაყში და არც ავღანეთში ე.წ. „ერის მშენებლობის“ პროექტი არ იყო წარმატებული. პრაქტიკულად, შეიძლება ნაკლებშეფუთულად ტრამპის ადმინისტრაციის შემთხვევაში, მაგრამ უფრო მკაფიოდ წინა ადმინისტრაციის პირობებში გვესმის ეს ქვეტექსტი, რომ შეუძლებელია გარედან დაამყარო კონტროლი და მიაჩვიო ხალხი დემოკრატიულ მართვას, თუ ეს მთლიანად ადგილობრივ საზოგადოებას არ უნდა, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ ელიტებს. წარმოუდგენელი პრეცედენტია მსოფლიო ისტორიაში, რომ ლიდერი, რომელსაც თავისი ხალხი განუდგა, რომელმაც რვაწლიანი სისხლიანი ომი აწარმოა საკუთარი ხალხის წინაშე, პრაქტიკულად ახლა გვევლინება, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური მმართველი სირიის ტერიტორიაზე“. ეკა აკობია ლაპარაკობს „დაეშის“ გაძლიერების საფრთხეზეც: „სამწუხაროდ, იკვეთება, რომ არის ამის რეალური საფრთხე, რადგან, სადაც ჩნდება უსაფრთხოების ვაკუუმი, მეტი სტიმულია ექსტრემისტული დაჯგუფებებისთვის ძალა მოიკრიბონ და გააგრძელონ თავიანთი სასტიკი სამხედრო ქმედებები“. სირიის მოვლენები კარგად აჩვენებს როგორ შეიძლება ერთსა და იმავე ადგილას მოქმედების დროს ინტერესებისა და ამოცანების ცვლის კვალობაზე იცვლებოდნენ პარტნიორები. რაც შეეხება თურქეთის ახლანდელ სამხედრო მოქმედებებს სირიის ჩრდილოეთში, მას სურს თავის საზღვართან უზრუნველყოს თურქი მეომრებისგან თავისუფალი ბუფერული ზონა და ამისთვის იყენებს ყველა საშუალებას „საერთაშორისო სამართლის გადასახედიდან, რა თქმა უნდა, არასწორია. არ შეიძლება უცხო ქვეყნის ტერიტორია

XS
SM
MD
LG