Accessibility links

ეკა ბესელია პაატა სილაგაძესა და დავით მათიკაშვილს დაუპირისპირდა


ეკა ბესელია პაატა სილაგაძესა და დავით მათიკაშვილს დაუპირისპირდა
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00

„დათო, შენ რომ ამ კლანის ლობისტი ხარ და ხარ მათი ხელის ბიჭი, ეს ჩვენ ვიცით“, - უთხრა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, დეპუტატ დავით მათიკაშვილს - იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს. მათიკაშვილთან დაპირისპირება მოჰყვა ეკა ბესელიას მწვავე საუბარს საუბარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, პაატა სილაგაძესთან. „თქვენ ხართ ჯალათი... თქვენ ხართ მოსამართლე, რომელსაც არა აქვს არც ჰუმანურობა და არც კომპეტენცია“, - უთხრა ეკა ბესელიამ პაატა სილაგაძეს. პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მე-13 კანდიდატია, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფორმატში 23 ოქტომბერს უსმენენ.

XS
SM
MD
LG