Accessibility links

ეკა ციმაკურიძე: "წარდგენილი კანდიდატები პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს. არც ერთი მათგანი!“


ეკა ციმაკურიძე: "წარდგენილი კანდიდატები პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს. არც ერთი მათგანი!“
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:51:39 0:00

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს აფასებს და თვლის, რომ პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული კანდიდატები. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ წარმომადგენელი, იურისტი ეკა ციმაკურიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს: „მიუხედავად იმისა, რა პროცესები წარიმართება პარლამენტში, იმდენად აშკარა და უხეში იყო დარღვევები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეტაპზე, რომ ეს ის ოცი კანდიდატი არ არის, რომელიც უნდა აირჩიოს პარლამენტმა. სწორედ ამაშია მთელი პრობლემა, რომ მართალია, პარლამენტში მიმდინარეობს ღია, საჯარო პროცესი, ეს არის, როგორც თვითონაც უწოდებენ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამაში აბსოლუტურად, რომ ეს არის ისტორიული პროცესი, ამის მიუხედავად ის კანდიდატები, ვინც არიან წარდგენილები და როგორც არიან წარდგენილები, არ იძლევიან შესაძლებლობას, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს იმგვარად, რომ საზოგადოება იყოს დარწმუნებული მის დამოუკიდებლობაში და ჰქონდეს ნდობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის მიმართ. სამწუხაროდ, ეს ჩრდილი ახლავს თან ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს და მიუხედავად იმისა, რომ საჯაროა ეს ყველაფერი, მხოლოდ საჯაროობა, როგორც იუსტიციის საბჭოს ეტაპზეც დადასტურდა ეს, არ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე. დღეს ჩვენ რაც გვჭირდება და ეს ხაზი უნდა გავატაროთ და სულ უფრო აქტიურად უნდა ვისაუბროთ, სულ უფრო მეტმა ადამიანმა იმაზე, რომ წარდგენილი კანდიდატები პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს. არც ერთი მათგანი!“. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას, ეკა ციმაკურიძე აღნიშნავს მაგალითად იმას, რომ იუსტიციის საბჭოს სხდომებს კანდიდატებთან გასაუბრების დროს „წარმართავდა და ამავე პერიოდში საბჭოს მიერ მიღებულ რიგ გადაწყვეტილებებს ხელს აწერდა არაუფლებამოსილი პირი“, რაც თავისთავად წარმოადგენს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილობის საფუძველს. ეკა ციმაკურიძე განმარტავს: „კანონი ითვალისწინებს მხოლოდ ორი ტიპის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა მოიწვიოს საბჭოს სხდომა, წარმართოს და გადაწყვეტილებებს მოაწეროს ხელი: ეს უნდა იყოს ან საბჭოს თავმჯდომარე, ან მისი ამა თუ იმ მიზეზით არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს მდივანი. მდივანმა [გიორგი მიქაუტაძემ] გადაწყვიტა კონკურსში მიეღო მონაწილეობა და გადაწყვიტა თვითაცილება და შეიქმნა გამოუვალი სიტუაცია, როდესაც იმიტომ, რომ ის იყო მდივანი და უნდა შეესრულებინა საბჭოს თამჯდომარის ფუნქცია, მას რჩებოდა ორი არჩევანი: ან მდივნად დარჩენილიყო და არ მიეღო კონკურსში მონაწილეობა ან გადამდგარიყო მდივნის თანამდებობიდან და შესაბამისად თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებაზეც ეთქვა უარი. არ უნდოდა არც ერთის გაკეთება და მოიფიქრეს სხდომის თავმჯდომარე. და რომ ნახოთ, სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს გადაწყვეტილებებს, წარმართავს სხდომებს და ა.შ.. ასეთი სუბიექტი კანონით არ არსებობს. ეს არ არის ფორმალური ან ტექნიკური საკითხი“. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე უკვე არაერთი შუალედური ანგარიში დაიწერა. მათი შინაარსი გავს ერთმანეთს. „დემოკრატიის ინიციატივა - საქართველოს“ წარმომადგენელი ასე აჯამებს: „შინაარსი ამ ანგარიშების არის ერთი და ლოგიკური დასკვნა აქედან გამოდის ის, რომ არ უნდა შევარჩიოთ ეს ადამიანები. ეს არის ყველაზე სწორი გამოსავალი აქედან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ვინ რა რეკომენდაციას გასცემს. ჩემთვის, მაგალითად, სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ მიემართება დღევანდელ სიტუაციას. ის მიემართება მომავალში რომ კონკურსი გამოცხადდება და ა.შ., იმას. მაგრამ, ამ ანგარიშში ასახული დარღვევების გათვალისწინებით, ლოგიკა არის, რომ არ უნდა აირჩნენ ეს ადამიანები, რადგან პირდაპირ არის ანგარიშში საუბარი იმაზე - რომ არა ეს პროცესი, არჩეული იქნებოდნენ სხვები“. ეკა ციმაკურიძე თვლის, რომ ყველა ეტაპზე გამოვლენილი დარღვევები იმდენად სერიოზულია, რომ მათი გამოსწორება პარლამენტს, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, არ ძალუძს. „დილის საუბრების“ სტუმარი აგრეთვე აღნიშნავს, რომ პროცესის ღიაობა არ ნიშნავს მის გამჭვირვალებას და კვლავაც არსებით ხარვეზებად თვლის იმას, რომ კანდიდატების შერჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ ევალებოდათ თავიანთი გადაწყვეტილებების დასაბუთება და კენჭისყრა არ იყო ღია. ეკა ციმაკურიძე თვისებრივად ტოლობის ნიშანს სვამს მოსამართლეობის კანდიდატების გასული წლის დეკემბერში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG