Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ძალიან მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოების პასუხისმგებლობა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ“


რა უშლის ხელს ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს წინსვლას? რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების გათვითცნობიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში? რა არის დღეს მთავარი გამოწვევა და რა გაანეიტრალებდა სტიგმას, რომელიც ბევრს უშლის ხელს საჭიროების დროს მიმართოს სპეციალისტს? ქართველი და გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ საქართველოში ამბულატორიული სერვისების მუშაობას. ამ კვლევის მიზნებსა და სფეროში არსებულ საჭიროებებზე რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს ეკა ჭყონია, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე: „ბევრი საჭირბოროტო პრობლემა, რაც საზოგადოებას აწუხებს, საბოლოო ჯამში კავშირშია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, თუმცა, ამ თემებს დიდად არ ეთმობა ყურადღება“. ეკა ჭყონია ლაპარაკობს დაფინანსების პრინციპის გაუმჯობესებაზე, მედიკამენტების გაუმჯობესებასა და მეტად მისაწვდომობაზე, თუმცა, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ახლანდელი ამბულატორიები ძველი ფსიქონევროლოგიური დისპანსერების მემკვიდრეები არიან. შესაცვლელია ის, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე პაციენტს უნდა ემსახურებოდეს მულტიდისციპლინური ჯგუფი და არა უპირველეს ყოვლისა და არა მხოლოდ ფსიქიატრი. ამასთან, „დილის საუბრების“ სტუმრის თქმით, დღეს პრობლემურია კადრების მოძიებაც, რადგან ეს სფერო საქართველოში არ ითვლება პერსპექტიულად და ნაკლებია ახალგაზრდების ინტერესი პროფესიის მიმართ. პროექტი, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობენ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი და შარიტეს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ფსიქიატრიული დეპარტამენტი, საქართველოში ვითარების შესწავლის და გაანალიზების საფუძველზე ითვალისწინებს პარტნიორობას სპეციალისტების მომზადებაშიც. საბოლოო მიზანი კი არის: პრაქტიკისა და ცოდნის დაახლოება, რეკომენდაციების შემუშავება, სასწავლო მასალების მომზადება.

XS
SM
MD
LG