Accessibility links

ერთი დღე საპარლამენტო არჩევნებამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 ოქტომბერს


რეიტინგებისა და "რევოლუციური სცენარის" წინასაარჩევნო ამბავი

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იმდენად ცოტა დრო რჩება, რომ დროის დათვლა უკვე საათებითაც შეიძლება. ქვეყანა ახალ საკანონმდებლო რეჟიმზე გადადის - 29 ოქტომბრიდან აკრძალულია საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის ახალი შედეგების გამოქვეყნება. 28 ოქტომბერს, საღამოს, ბოლო, ურთიერთგამომრიცხავი კვლევები გამოაქვეყნა ორმა ტელეკომპანიამ - „მთავარმა არხმა“ და „იმედმა“. კვლევები საქართველოში მუდმივი დავისა და დაპირისპირების საგანია, მაგრამ საქმე ბოლოს იქამდეც მივიდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ოპონენტები და კვლევითი ორგანიზაცია რევოლუციის მომზადებაშიც დაადანაშაულა.

28 ოქტომბერს გამოქვეყნებული ბოლო ორი კვლევიდან ერთი „მთავარი არხის“ დაკვეთით, ფრანგულმა „IPSOS“-მა ჩაატარა, ხოლო მეორე - „იმედის“ დაკვეთით - ამერიკულმა „Public Opinion Strategies“-მა. ორივე ამ კვლევის თანახმად, რეიტინგებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

კვლევების კვალდაკვალ რა რევოლუციურ სცენარზე საუბრობს მმართველი პარტია? - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში აქცია გამართა

არჩევნებამდე ორი დღით ადრე, თბილისის ცენტრში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა. საარჩევნო ბლოკის „ენმ - „ძალა ერთობაშია“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე კიდევ ერთხელ დაიკავა სცენა. მან განმარტა, რატომ იმღერა ღონისძიების გახსნაზე „თბილისოს“ რუსული ვერსიაც.

ჩემს ცხოვრებაში პირველად ვდგავარ ტრიბუნასთან, ამდენი ხალხი როა. ახლა ზარებმა დარეკეს, რომ ბუბაო, რატომ იმღერე ორი კუპლეტი რუსულადო, „თბილისო“? მე ვუთხარი, გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ“, - თქვა ბუბა კიკაბიძემ და სიტყვა გადასცა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, საარჩევნო ბლოკის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ხალხს დისტანციურად მიმართა.

მოგვიანებით ბუბა კიკაბიძის სიმღერის შესახებ განმარტებები გააკეთეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ და მაჟორიტარმა კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა. მათი თქმით, კიკაბიძეს ფონოგრამა აერია.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების დღეს რადიკალურ ოპოზიციას დესტრუქციული გეგმები აქვს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას არჩევნების დღისთვის აქვს დესტრუქციული გეგმები, რომლითაც იგი საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენებას შეეცდება.

დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად, ირაკლი კობახიძის შეფასებით, განიხილებიან, მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები - „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“.

„მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ: „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამას მალევე მოჰყვა პასუხი „ტვ პირველის“ მხრიდან. ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ ხელისუფლება ფარულ მოსმენაში დაადანაშაულა.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არჩევნები

ბოლო დღეებია კორონავირუსის გამოვლენილი დღიური შემთხვევები ათასს გადასცდა. ცესკოს დადგენილებით, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს რამდენიმე ათასი პაციენტი, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდებათ. ასევე ხმის მიცემის პროცესის მიღმა დარჩა გუშინ გამოვლენილი 1709 და 28 ოქტომბერს დადასტურებული 1731 კოვიდპაციენტი.

ისინი კი, ვინც უფრო ადრე მოხვდნენ კოვიდსასტუმროებსა თუ კლინიკებში, გადასატანი ყუთების საშუალებით მისცემენ ხმას ხვალინდელ არჩევნებზე (წაიკითხე მეტი).

გუშინ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 273-ს აღწევს.

სენატორი რიში: ამ არჩევნების სანდოობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს

შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში, საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა. „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად სენატორი ამბობს, რომ მხარეებმა შეთანხმებული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში უნდა იმოქმედონ.

„არჩევნების ჩატარება დემოკრატიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი სავარჯიშოა და პანდემიის პირობებში, საქართველო უქმეებზე არჩევნებისთვის ემზადება, ამ არჩევნების სანდოობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. მე მოველი, რომ ვიხილავ საქართველოს მიერ მისი დემოკრატიული არჩევანის და სტაბილურობის დადასტურებას თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩატარებით. ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს საკანონმდებლო ჩარჩოს პატივისცემა, რომელზეც პოლიტიკური პარტიები მიმდინარე წელს შეთანხმდნენ“, - განაცხადა მან.

წაიკითხე მეტი.

ეს არის მიმოწერა მიტანის სერვისის კურიერსა და მომხმარებელ ქალს შორის. სკრინის გავრცელებას ფეისბუკში განხილვა მოჰყვა იმის შესახებ დაარღვია თუ არა კურიერმა სამსახურებრივი ეთიკა, გამოიყენა თუ არა მომხმარებლის პერსონალური მონაცემები პირადი მიზნებისთვის და რამდენად იყო ეს მხოლოდ უწყინარი კომპლიმენტი.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი თორნიკე მანდარია ესაუბრა ქალს, რომლის მიმოწერაც განხილვის საგანი გახდა. წაიკითხე მეტი აქ.

არჩევნები ფეისბუკზე - ვის და რაზე ელაპარაკებიან პარტიები

არჩევნების წინ, აგვისტოში სოციალურ ქსელებში სავალდებულო გახდა საქართველოდან გაშვებული საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ავტორიზაცია - რამაც წინასაარჩევნო ხარჯების ნაწილი უფრო გამჭვირვალე გახადა.

წინასაარჩევნო პერიოდში „ფეისბუკსა“ და „ინსტაგრამზე“ პოლიტიკური რეკლამებისთვის პოლიტიკურმა აქტორებმა 320 ათას აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს.

4 აგვისტოდან ამ დრომდე ფეისბუკში რეკლამისთვის ყველაზე მეტი თანხა - $108 672 ევროპულმა საქართველომ დახარჯა, $78 360 - ლელომ, $55,939 - ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, $36 971 კი - ქართულმა ოცნებამ.

სამართლიანი არჩევნების მეორე შუალედური ანგარიშის მიხედვით, რომელიც 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, პოლიტიკური პარტიების ქცევის შესახებ რამდენიმე საინტერესო ტენდენცია იკვეთება. მაგალითად, ირკვევა, რომ პარტიები პოლიტიკურ რეკლამას Facebook-ში, უმეტეს შემთხვევაში, თბილისელებს, იმერეთსა და და აჭარაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს უგზავნიან. ვინ რაზე ელაპარაკება საკუთარ ამომრჩეველს სოციალურ ქსელში, წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

თბილისის №202 საჯარო სკოლა, რომელიც უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვებისთვის არის, პანდემიის გამო დახურულია.

ბავშვებს დისტანციური სწავლებისას პრობლემები ექმნებათ. მათ არ გააჩნიათ ტექნიკა, რომელიც სრულყოფილი განათლების მისაღებად არის საჭირო.

წაიკითხე მეტი აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG