Accessibility links

ერთი ქოლგა სახელმწიფოს ვერ დაიცავს


ავტორი: ირაკლი მიქიაშვილი

ყოველთვის ვიცოდი, რომ რაც საქართველოს ავი დამართნია, დიდწილად, ის თვითონ საქართველოს საზოგადოების პროდუქტი იყო. რათქმაუნდა ჩრდილოეთიდან რიგი მიმართულრბების "მხარდაჭერით" და "წახალისებით" შეფუთული. ისიც ვიცი, რომ ქართველი ერი ბრძენი არაა, არც შრომის მოყვარე და მითუმეტეს, არც თავისუფალი. მაგრამ ჯანსაღ სცენარში ერის და ხელისუფლების მიზანი ერის დაბრძენება, შრომითუნარიანობის და შესაბამისად თვითრეალიზების სურვილის გაზრდა, უზენაესი ფასეულობის, თავისუფლების სიყვარულის და მისი ხელშეუხებლობის გაძლიერებაა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ერს ბრძოლა, შეყვარება, სხვისი თავისუფლების პატივისცემა და განვითარება.

ჩვენ კი რას ვიღებთ, პოლიტიკური ძალების მორგებას ერის დღევანდელი მდგომარეობაზე. ისინი ელექტორატს იმას პირდება, რაც იმ მომენტში მათ ესმით და სურთ, და არა იმას, რაც მომავალში უნდა ესმოდეთ და ძლიერ და წარმატებულ საზოგადოებას უნდოდეს. ისინი პირდებიან, რომ დარჩებიან ყეყეჩები, რომ მუშაობა არ დასჭირდებათ, რომ აუცილებლად არ იქნებიან თავისუფლები! (გაიხსენეთ უმრავლესობა პარტიების ბოლო პოლიტიკური წინასაარჩევნო დაპირებები და ზემოთხსენებულ კატეგორიებში თქვენთვითონ გადაანაწილეთ, მარტივი საქმეა)

ილია რატომ მოკლეს თქვენი აზრით? ან მიხეილ ჯავახიშვილს რატომ გაუმწარეს სიცოცხლე? ცისფერყანწერლების გაჟლეტის მერე ვინ აფრიალა ერთობ თავმომწონე პათოსით ვარდებს „პარადზე“? და კიდევ მრავალი - რატომ და ვინ?..

ჩვენ! რადგან გვეშინია!

დაწყებული საბჭოთა ტვინის მოდულაციიდან დღემდე, ერის კოგნიტურ, ნერვულ, ფსიქიკურ და უჯრედულ ფსკერზე ჩაბეტონებულია თავისუფლების შიში. შიში შემეცნების, თვითმყოფადობის, შიში საკუთარ შრომაზე დამოკიდებულების. ეს ერის ცნობიერში სხვის საზრუნავად და პასუხისმგებლობად აღიქმევა. სხვამ უნდა განგვისაზღვროს შკალა თავისულფების, სხვამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი კეთილდღეობა და ყოფა. ან "ლევად", კისერზე ჩამოკონწიალებულებს გვაჭამოს ლუკმა ლუკმად. (გაიხსენეთ ბოლო სახელმწიფო პროგრამები, გრანტები, სუბსიდიები და „წასახალისებელი“ სისტემები)

ილია დღეს რუსთაველზე დგას და ერის თვითშეგნების, სახელმწიფოებრივი საზრისების და თავისუფლრბის გასაძლიერებლად ცეკვავს.

ახალგაზრდები ვინც აპროტესტებენ ამ შიშის კიდევ ერთხელ ჩანერგვას, გააქტიურებას და არამცდაარამც ნარკორეალიზატორების დაკავებას, არიან ალბათ 80% იანი თანხვედრით ისინი, ვინც 13 ივნისს ერთად იდგნენ ქალაქისთვის. ვინც საოკუპაციო ზოლზე აქციებს მართავენ, ვინც ტატუნაშვილის და ოკუპაციის საპროტესტო აქციაზე აპროდესტებდნენ მკვლელობებს. ისინი მოითხოვენ განათლების გაუმჯობრსებას, სახელმწიფოს სიმყარეს, ფუნქციონალურობას, სოციალური ცხოვრების საზოგადოებრივ, კულტურულ მმართველობას და არა პოლიციურს. მოითხოვენ ცეკვის, ფიქრის, აზრის, სიტყვის, ნების თავისუფლებას.

მე? - მე კლუში არ ვყოფილვარ არც აქ, არც საზღვარგარეთ, არ მიყვარს და არ ჯდება ჩემში კლუბური მუსიკა თუ კლუბური კულტურა. არც ნარკოტიკების მომხმარებელი ან ინტერესის მქონე გახლავართ. ოპერისა და ბალეტის თეატრის აქტიური ვიზიტორი და ხარისხიანი ღვინის და საუბრის მოტრფიალე ვარ. მაგრამ აქ გემოვნების საკითხებს არ ვწყვეტთ! და მითუმეტეს არც ნარკორეალიზატორებს ვუცხადებთ სოლიდარობას. მე, საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეს, მინდა, რომ საქართველოს მომავალი იყოს შიშის გარეშე. მტრის შიშის გარეშე, შრომის, საკუთარი რესურსის გაღების და სახელწიფოსთვის თვითრეალიზების შიშის გარეშე და რაც მთავარია - თავისუფლების შიშის გარეშე!

ბოლოს რას ვიღებთ?! ელექტორატის (რიგით მეორე და მესამე თაობა და არა პირვრლი (!), რომელიც ძრავი უნდა იყოს ქვეყნის) საკვებად დაპირებული პურის ნამცეცებზე საქვეყნო წინა საარჩევნო კენკვას, გულუბრყვილობის სამეფოს და მშიშარა ერის მშიშარა ხელისუფლებას/ებს. და რათმქუნდა ბრძენ ერს - რომელსაც საკუთარი თაობის არ წამს, თავისუფლების გამოხატვის დასანახად ეშინია და საკუთარი თავის თავისთვისვე მიბარების ეშინია.

ჩემი ერთი ქოლგა სახელმწიფოს ვერ გაწვდება. გვჭირდება მეტი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG