Accessibility links

ვოლოდიმირ ზელენსკის იმედისმომცემი სტარტი


ვოლოდიმირ ზელენსკის იმედისმომცემი სტარტი
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:30:23 0:00

„არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს არის ახალი ეტაპი უკრაინის განვითარებაში, შესაძლებლობების ახალი ფანჯარა და ამას აღიარებს ყველა პოლიტიკური ძალა უკრაინაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვალერი ჩეჩელაშვილი, „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციის დღემ - მისმა საინაუგურაციო სიტყვამ, რომელიც დატვირთული იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, კიდევ უფრო გააღვივა ცვლილებების მოლოდინი და ინტერესი უკრაინის მიმართ. ვალერი ჩეჩელაშვილი საუბრის დასაწყისში აღნიშნავს: „უკრაინის წარმატება არის საქართველოს წარმატება, უკრაინაში დემოკრატიის გამარჯვება არის წინაპირობა ჩვენი პროგრესის. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს მომავალ ბედთან, მეტადრე, რომ ჩვენი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტების სისტემა სრულ თანხვედრაშია. ორივე ქვეყანა ღიად ვაცხადებთ, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრობა არის ჩვენი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტი“. „დილის საუბრების“ სტუმარი უკრაინის ყველაზე დიდ გამოწვევად რუსეთს ასახელებს, თუმცა, თვლის, რომ რუსეთთან ურთიერთობა დამოკიდებული იქნება უკრაინის შიდა გამოწვევების დაძლევაზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის უპირველეს ამოცანად დაასახელა ცეცხლის შეწყვეტა დონბასში: “შემიძლია დაგარწმუნოთ: იმისთვის, რომ ჩვენი გმირები აღარ იღუპებოდნენ, მზად ვარ ყველაფრისთვის. მე ნამდვილად არ მეშინია რთული გადაწყვეტილებების მიღების. მზად ვარ, უყოყმანოდ დავთმო ჩემი თანამდებობა, ოღონდაც მშვიდობა დამყარდეს, მაგრამ - არა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვით“, - უკრაინის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის: „ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და მჯერა, პირველი ნაბიჯი ამ დიალოგის დასაწყებად იქნება ყველა უკრაინელი ტყვის დაბრუნება“. ვალერი ჩეჩელაშვილი ყურადღებას ამახვილებს ზელენსკის გამოსვლის იმ ნაწილზე, სადაც ის ჯარის გაძლიერებაზე ლაპარაკობს: „მას ძალიან კარგად ესმის კავშირი შიდა რეფორმებსა და განვითარებას და საერთაშორისო პოლიტიკას შორის. მას ძალიან კარგად ესმის, რომ ძლიერი ჯარი არის მისი მთავარი დასაყრდენი სამშვიდობო პროცესში“. ქართველი დიპლომატი და მკვლევარი ამბობს, რომ ზელენსკის თამამ განცხადებებს მოელოდა დასავლეთი, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობის დამყარებას უკრაინაში და ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას: „დასავლეთს კარგად ესმის, რომ თუ უკრაინაში გაუვიდა რუსეთს საკუთარი პოლიტიკა და აგრესია, ის უკრაინაზე არ შეჩერდება. ვფიქრობ, ახლა უკეთესად ესმის დასავლეთს რა შეცდომები იქნა დაშვებული 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ - რომ არ იქნა შესაბამისი დასკვნები გაკეთებული და დაახლოებით 3-4 თვეში ისევ ჩაჯდა რუსეთი ურთიერთობების ჩვეულ კალაპოტში. ასეთ შეცდომებს უკრაინასთან მიმართებით დასავლეთი აღარ დაუშვებს. პირიქით, ვფიქრობ, რამდენადაც წარმატებული იქნება ზელენსკის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი: კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიის განვითარება და ა.შ., მით უფრო გაძლიერდება დასავლეთის კოალიციის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“. ვალერი ჩეჩელაშვილი „მნიშვნელოვან და კარგ ნაბიჯს“ უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი დასწრებას უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და ხაზს უსვამს ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის დადებით განწყობებს. „დილის საუბრების“ სტუმარი ხედავს ოპტიმიზმის საფუძველს ზელენსკის პირველ ნაბიჯებში: „მას აქვს ნათელი წარმოდგენა არა მხოლოდ საკუთარ როლზე უკრაინის ტრანსფორმაციის პროცესში, არამედ უკრაინის როლზე პოსტტოტალიტარული სივრცის ტრანსფორმაციაში და სხვათაშორის, ინაუგურაციამდე მან ძალიან მრავალმნიშვნელოვნად მიმართა ამ პოსტტოტალიტარულ სივრცეს და პირველ რიგში, რუსეთის მოსახლეობას, თქვა რომ ნახეთ რა გავაკეთეთ უკრაინელებმა - ყველაფერია შესაძლებელი! ეს მეტყველებს მისი, როგორც პოლიტიკოსის სიმწიფეზე. ასევე, მისი პირველივე ნაბიჯები ამტკიცებს იმას, რომ მას აქვს ძალიან ნათლად წარმოდგენილი, თუ რა უნდა გააკეთოს და როგორ. მან ჩამოაყალიბა კონკრეტული მოქმედების გეგმა ამ ორი თვის განმავლობაში, ვიდრე ეს პარლამენტი კიდევ იმოქმედებს. ამას მყისიერად მოჰყვა, ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯი მთავრობის მხრიდან - გროისმანი გადადგა”. დონბასში ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარი გამოწვევა კორუფციასთან და ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლაა: „მისი მთ

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG