ვინ არის ქალი, რომლის სახელობის ქუჩაზეც ცხოვრობ?

საქართველოს ქალაქებში ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ ქუჩების აბრებზე ქალის სახელი აღმოაჩინოთ. ქვეყნის ხუთ უდიდეს ქალაქში ქალის სახელობისაა ქუჩების მხოლოდ 5 %, რუსთავში კი ასეთი ქუჩა ერთადერთია.

ქალებს, ქვეყნის მოსახლეობის 52 %-ს, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში, თუმცა ეს დამსახურება მიჩქმალულია. გარემოში უპირატესია კაცები, მათი მემორიალები, ფოტოები თუ ძეგლები.

რადიო თავისუფლებამ მოძებნა და რუკაზე დაიტანა ქალების სახელობის ქუჩები. პირველი პარლამენტარი ქალები, თანასწორობისთვის მებრძოლი ქალები, საზოგადო მოღვაწეები, პირველი დოქტორი ქალი სამხრეთ კავკასიაში, პირველი რეჟისორი ქალი საქართველოსა და საბჭოთა კავშირში, წმინდანები, მსახიობები და მომღერლები - ამ ინტერაქტიული პროექტით თქვენ გაიცნობთ სახელოვან ქალებს საქართველოს ისტორიიდან.

თბილისი
ბათუმი
ქუთაისი
რუსთავი
გორი
თბილისის ზღვა
თბილისის ზღვა
ლისის ტბა
თბილისის ზღვა
თბილისის ზღვა
უკან ქვეყანაში
აირჩიეთ რაიონი
Lorem ipsum dolor sit amet...