Accessibility links

ვიყოთ ამაყები თუ არ ვიყოთ ამაყები


ავტორი: ნინო ბოლქვაძე

ვიყოთ ამაყები თუ არ ვიყოთ ამაყები

არგუმენტები მრავალფეროვანია:

მე მართლა არავინ მერჩის, ჩემებმაც იციან დიდი ხანია..

მოდი ვაღიაროთ ახლა ქუჩაში თავს არ გვესხმიან...

ტრანსები თვითონ ესხმიან ყველას თავს და მერე იქით აბრალებენ...

ტრანსები ზარალდებიან ყველაზე მეტად, თქვენ არც პლეშკაზე დგახართ და არც მეტროთი დადიხართ...

თემთან არის სამუშაო, მთავრობასთან, საზოგადოებასთან, ამას ვაკეთებთ და თქვენ ერთი გამოხტომით, იქ დასავლეთში ნანახის კოპირება გსურთ გაუაზრებლად, არანაირი იდეოლოგიური პლატფორმა არ გაგაჩნიათ...

რაღაცა იდიოლოგიას აწვებით და მერე მე ქუჩაში თავს მესხმიან თქვენს გამო...

ეს რადიკალიზმია და არ მუშაობს, მაყვალა დეიდა ამას მაინც ვერ გაიგებს...

ადამიანებს ქუჩაში სიარული გვიჭირს მაისისკენ რომ მიდის საქმე და ეს თქვენი ბრალია...

ერთ ადმაიანს ერთი ღერი თმა რომ ჩამოვარდეს მერე ნახეთ რას გიზამთ...

17 მაისს ჰეტეროსექსუალი ქალი რომ გავა და ლესბოსელი, რა თქმა უნდა ლესბოსელს გაეკიდებიან საცემრად...

17 მაისს ჩვენს მაგივრად სხვები არ უნდა გადიოდნენ და არ უნდა ლაპარაკობდნენ...

ქუჩის აქციები ლგბტ თემს აზიანებს, ჩვენ (თქვენ) თავად ვაღიზიანებთ (აღიზიანებთ) უმრავლესობას და მდგომარეობაც მძიმდება...

არა, ახლა უსაფრთხოების გარანტიები რომ იყოს რა თქმა უნდა ბევრი გავიდოდა და მეორე წელს კიდევ უფრო მეტნი ვიქნებოდით, მაგრამ როგორ შეიძლება ამ მთავრობის მოცემული გარანტიების გჯეროდეთ, 2013 წლის 17 მაისი გაიხსენეთ...

უნდა გადავიაზროთ 17 მაისი და შევეშვათ...

პრაიდს ვასაძე აფინანსებს...

გვამებზე სიარული გინდათ...

მგონი ჯობია ნელ-ნელა მივყვეთ ტრენინგებით, სტატიებით, კანონმდებლობის დახვეწის, მშვიდობის გზით ვიაროთ...

არაფერს აქვს აზრი, აღარ მუშაობს არაფერი, მათ შორის ადამიანების გრძონებებზე თამაში - პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, ეკონომიკას უნდა მივხედოთ...

ახლა ისეთი გეოპოლიტიკური ვითარებაა, ჩვენ მხოლოდ ერთი წერტილი ვართ ამ დიდ პოლიტიკურ თამაშში, ყველა გამოგვიყენებს სათავისოდ...

ბოლო დღეების განმავლობაში ამ არგუმენტების ფონზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნ განაცხადზე მომიწია მუშაობა. 9 ადამიანმა 9 სექტემბერს მომხდარი ამბები გავასაჩირეთ - საქართველოს მთავრობას ჩვენი გამოხატვის თავისუფლების და დისკრიმინაციისაგან თავისუფლების დარღვევაში დავადანაშაულეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გურამ კაშიას მონაწილეობით საფეხბურთო მატჩზე ცისარტყელისფერებიანი დროშები და სხვა ლგბტ სიმბოლიკა არ შეგვატანინეს. სამართალდამცავი ორგანოს მაღალჩინოსანმა ოფიციალური ბრძანებით დინამო სტადიონზე ნებისმიერი ლგბტ სიმბოლიკა ადამიანების უსაფრთხოების დაცვის მოტივით აკრძალა.

ჩვენი პოზიციის დასასაბუთებლად ევროპული სასამართლოს ბევრი გადაწყვეტილების გაცნობა დამჭირდა გამოხატვის თავისუფლების თემაზე. ერთი 2017 წლის გადაწყვეტილებაა რუსეთის მიმართ, სადაც სასამართლო დეტალურად ხსნის რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს ჰომოსექსუალური ორიენტაციის საჯაროდ გამოხატვის აკრძალვა სხვების უფლებების დაცვის მიზნით ლეგიტიმურად. ამავე სამართალწარმოების ფარგლებში, რუსეთის მთავრობა გეი პროპოგანდის აკრძლვას ასაბუთბს შემდეგი არგუმენტებით:

ეს საფრთხეს უქმნის უმრავლესობის მორალს - მაგალითად ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა შეიძლება აღარ იყოს ღირებულ იდეად მიჩნეული, ასევე მრავალი სექსუალური პარტნიორის ყოლა შეიძლება პრობლემად აღარ აღიქმებოდეს;

ეს ეწინააღმდეგება ბავშვების ინტერესებს, რადგან მათ შეიძლება აირჩიონ ჰომოსექსუალებად ყოფნა;

ეს საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას - გეები აივით ინფიცირებისკენ, ფსიქიატრიული დაავადებებისკენ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისკენ არიან მიდრეკილები.

ეს საფრთხეს უქმნის ადამიანების ყველაზე ფუნდამენტურ უფლებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებებს - საჯარო სივრცეში აქციის მონაწილეთა და იმ სივრცეში მყოფი ადმაიანების უსაფრთხოებას.

ევროპული სასამართლო რა თქმა უნდა დეტალურად განიხილავს რუსეთის მთავრობის თვითეულ ამ არგუმენტს და ანგრევს მათ ჩვეულებრივი ლოგიკით, არაფერი განსაკუთრებული. ბოლოს ასკვნის რომ რუსეთში გეი პროპოგანდის აკრძლვის შესახებ კანონის არსებობა, ანუ საჯარო სივრცეში ადამიანის ჰომოსექსუალად ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად გამოხატვის აკრძალვა არის მისი გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დისკრიმინაციული - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.

სასამართლო იმასაც ამბობს, რომ არა მხოლოდ თვითოეულ ჩვენთაგანს აქვს საკუთარი თავის ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად გამოხატვის თავისუფლება არამედ სხვა ჰომოსექსუალ ადამაინებსაც აქვთ უფლება მიიღონ ჩვენგან ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ ვართ ჰომოსექსუალები, არ გვრცხვენია ამის, რადგან ამაში არაფერია სასირცხვო და კიდევ რა გვაწუხებს და რა გვსურს. ლგბტქი თემისთვის გამოხატვის თვისუფლების კანონით თუ პრაქტიკით აკრძალვა იწვევს საზოგადოებაში ლგბტქი თემის შესახებ ჰეტეროსექსუალი უმრავლესობის მოსაზრებების დომინირების შესაძლებლობას. ჰეტეროსექსუალი უმრავლესობის მოსაზრებები კი კარგადაა ცნობილი და სწორედ ეს მოსაზრებები იწვევენ იმას რომ გეი, ბი და ტრანს ადამაინების უმეტესობა დარწმუნებულები ვართ იმაში რომ არც ქუჩაში შეყვარებულთან ხელჩაკიდებული სიარულის, პარკში ჩახუტებული ჯდომის, საკუთარ იდენტობაზე, ემოციებზე, სიმპატიებსა და სიყვარულზე საუბრის, პარტნიორთან ოჯახად ცხოვრების შესახბ საუბრის და მრავალი სხვა რამის კეთების უფლება არ გვაქვს ან ჰეტეროსექსუალების მსგავსად, ანუ საჯაროდ, არ გვაქვს.

დღეს ჩვენ საქართველოში ვდაობთ იმაზე რამდენად გვაქვს ლგბტქი ადამიანებსუფლება გავავრცელოთ და მივიღოთ ინფორმაცია. ხომ არ იქნება ამ უფლების განხორციელება ჩვენთვის ან საზოგადოებისთვის საზიანო. ჩემთვის აქ რა თქმა უნდა არაფერია სადავო. ჰეტეროსექსუალი უმრავლესობის შიშები ზემოთ არის ჩამოთვლილი რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული კანონის სახით. ცხადია, რომ ეს კანონი რუსეთის მთავრობის მიერ არა საზოგადოებრივი ინტერესებისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის არის გამოყენებული.

ადამიანის სიცოცხლისა, ჯანმრთელობის უფლებები უზენაესია. ამ უფლებების დაცულობის ხარისხსა და ჰომოსექსუალური ორიენტაციის საჯაროდ გამოხატვას შორის კავშირი მართლაც არსებობს და ის, თუ გადავხედავთ ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით, ასეთია - იმ საზოგადოებებში სადაც ჰომოსექსუალობის საჯაროდ ნებისმიერი გამოხატვა აკრძალულია ყველზე ხშირად ირღვევა სწორედ ეს უფლებები. სწორედ იქ არის დაშვებული - საკონცენტრაციო ბანაკების, ოჯახის წევრების მხრიდან „ღირსების“ მკვლელობების, ლესბოსელებისთვის გამოსასწორებელი გაუპატიურების, ჰომოსექსუალი კაცებისთვის თავისუფლების აღკვეთისა და ჩამოხრჩობის პრაქტიკები.

სიკვდილი მხოლოდ იარაღით არ დგება. ცოტა ხნის წინ ერთმა გეი ბიჭმა მითხრა რომ აივ თერაპია შეწყვიტა.

რატომ? - აღვშფოთდი მე.

იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებას აზრი არ აქვს - მიპასუხა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG