Accessibility links

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები არ აქვს


ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუ რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ბრიუსელში, სასტუმროს სპორტულ დარბაზში ჩაწერა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით არ აქვს პოლიტიკური გეგმები და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელისათვის პასპორტის დაბრუნება მისი, როგორც პრეზიდენტის, მოვალეობას წარმოადგენდა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, გრიგორი ჟიგალოვს ბრიუსელში, სასტუმროს სპორტულ დარბაზში ჩაწერილი ინტერვიუს დროს უთხრა. ბრიუსელში უკრაინის ახალი პრეზიდენტის პირველი საერთაშორისო ვიზიტი გაიმართა.

ინტრევიუ ზელენსკისთან უკრაინულ ტელეარხ „1+1“ ის დილის შოუში გადაიცა სრული სახით.

რადიო თავისუფლება: თქვენ მიხეილ სააკაშვილს პასპორტი დაუბრუნეთ. რატომ? ეს თქვენი მხრიდან სამართლიანობის აღდგენაა, თუ პოლიტიკური გეგმებიც გაქვთ?

ვოლოდიმირ ზელენსკი: პოლიტიკური გეგმები არ მაქვს. გეგმები იყო ძალიან მარტივი, ძალიან ადამიანური - მე ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ვფიქრობ, მას პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს-მეთქი. ამიტომ ის მას დავუბრუნე. სულ ესაა.

რადიო თავისუფლება: არავითარი პოლიტიკური გეგმები და პროექტები?

ვოლოდიმირ ზელენსკი: არა, არა.

რადიო თავისუფლება: შეხვდით, ელაპარაკეთ ერთმანეთს ტელეფონზე?

ვოლოდიმირ ზელენსკი: მან მომწერა. სოციალურ ქსელებშიც ავრცელებდა ვიდეოებს. გმადლობ, არაფრის. მე თქვენი მადლიერი ვარ. მწერდა „ვათსაფით“. მადლობა რისთვის? მე ჩემი საქმე გავაკეთე, ჩემი დაპირება შევასრულე. მე ბევრი დაპირება არ მაქვს, მაგრამ მსურს, რომ ისინი შევასრულო.

უკრაინის წინა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს 2015 წელს მიანიჭა მოქალაქეობა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს 28 მაისს აღუდგინა წინა პრეზიდენტის, მიერ 2017 წელს ჩამორთმეული მოქალაქეობა. მეორე დღეს, 29 მაისს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG