Accessibility links

ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო


ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:01:27 0:00

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა დაიწყო. მან მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. დღეიდან თბილისში საპროტესტო აქციები განაახლეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამებმა - ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ისინი პროტესტს უცხადებენ შერჩევით სამართალს და შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ. სარალიძის და მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, აქცია არ არის პოლიტიკური და მისი ორგანიზატორები თავად არიან.

XS
SM
MD
LG