Accessibility links

site logo site logo

ზურაბ ჯაფარიძე - "დასავლეთის რეაქცია მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებრივი აზრის გარდატეხისთვის"


გადმოწერა

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“-ს წევრი, პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" აცხადებს, რომ არჩევნების ბოიკოტირება არასწორი იქნება და საჭიროა ოპოზიციამ იზრუნოს მომავალი არჩევნების რეფერენდუმად ქცევაში მოსახლეობის დარწმუნებაზე.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" თვეების განმავლობაში მიდიოდა გუშინდელ გადაწყვეტილებამდე:

"რამდენჯერაც კი დაიძრა საკითხი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარეობდა, ყველა შემთხვევაში "ქართულმა ოცნებამ" დაარღვია ეს შეთანხმება. ყოველ ჯერზე ახდენდა ინტერპრეტაციას ისე, როგორც აწყობდა".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, თუ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად ქცევას შეძლებს, არჩევნებში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ""ოცნება" აიღებს დაბალ პროცენტს და ყველასთვის გასაგები იქნება, რომ "ოცნების" ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია".

ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ "თუ კიდევ ვინმეს კითხვის ნიშნები ჰქონდა დარჩენილი, გინდა ქვეყნის გარეთ, გინდა ქვეყნის შიგნით, არის თუ არა "ოცნება" პროდასავლური ძალა, ამას პასუხი გაეცა".

თუკი თავის დროზე ჰქონდა გარკვეული კითხვის ნიშნები 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის საკითხზე, დღეს ეჭვი არ ეპარება ხელმოწერის სისწორეში:

"დღეს, ისე, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ სწორი იყო ამ შეთანხმების ხელმოწერა, რადგან ბოლო შანსი იყო მიცემული დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც და არგუმენტი აღარ დარჩათ, რომ გაამართლონ "ოცნების" ქცევა.
ეს რეაქცია დასავლეთის მხრიდან გაგრძელდება და მგონია, რომ მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებრივი აზრის გარდატეხის თვალსაზრისითაც.
დასავლეთის რეაქცია, თუნდაც განცხადებების დონეზე ბევრს თვალს აუხელს, რომ "ოცნებამ" დაამთავრა პროდასავლური კურსი ამ ქვეყნის გუშინდელი განცხადებით, წერტილი დაუსვა".
XS
SM
MD
LG