Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმა სკრიპალებზე. ბრიტანეთის პოლიციის ფოტოები

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირები რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (გრუს) ოფიცრები არიან.

დიდ ბრიტანეთში დღეს დაასახელეს ორი პირი, ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, ეჭვმიტანილებად წელს მარტში ქალაქ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში. პოლიცია ეჭვობს, რომ სახელები, შესაძლოა, ყალბი იყოს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის თქმით, მთავრობა თითქმის დარწმუნებულია, რომ ოპერაცია შეთანხმებული იყო "რუსეთის სახელმწიფოს უმაღლეს დონეზე".

პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილები დაახლოებით 40 წლის არიან და მოგზაურობენ ყალბი საბუთებით. პოლიციის მტკიცებით, ისინი ინგლისში ჩაფრინდნენ 2 მარტს და ქვეყანა დატოვეს 4 მარტს, იმ დღეს, როდესაც სკრიპალები მოწამლეს.

ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მათ წინააღმდეგ არის „ნოვიჩოკის“ კვალი ლონდონის სასტუმროში, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. ეჭვმიტანილები დააფიქსირა სათვალთვალო კამერებმა ლონდონსა და სოლსბერიში.​


ჩამოტვირთე მეტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG