Accessibility links

ჩემი სამოთხე


ავტორი: თინათინ ჯაბანაშვილი

მინდა ჩემს სამოთხეზე მოგიყვეთ,რომელიც მთებს შემოუნახავთ და თავისი გიგანტური მხრებით იცავენ ჟამთა სვლისაგან. თუმცა სიკვდილს მაინც ვერ გადაუმალეს, მან კი ნელ-ნელა ისე გამოაცარიელა ეს ერთი მუჭა საზოგადოება, რომ სულ რამდენიმე ოჯახიღა შემორჩა... და უფრო ბევრი ცარიელი სახლი.

მერე დროც შეიცვალა და ყველა ახალგაზრდამ ქალაქს შეაფარა თავი. რამდენიმე მოხუცი დარჩა, რომელმაც ცრემლით ნაგები ჭერი ვერ მიატოვა და მიწის ერთგული დარჩა. პატიოსანი შრომითა და კეთილი გულით გააქვთ თავი. ერთმანეთი და სტუმარი უყვართ, ეს უკანასკნელი კი უკვე ძალიან იშვიათობაა აქ. დღე აქტიური და ხმაურიანია, საღამო სევდიანი. ნაცრისფერი შებინდება ყველა განვლილ დროს გაახსენებს ნახვერად დანგრეული სახლების წინ ჩამომჯდარ მოხუცებს და ნაოჭიან სახეს კიდევ უფრო დაუნაოჭებს.

მახსოვს, ზაფხულში, ყველა სახლს ხმაურითა და სიცილით ვავსებდით პატარები . ბევრს ვთამაშობდით, ვთევზაობდით და ღამე, ცეცხლთან ერთმანეთს ათასგვარ ამბავს ვუყვებოდით. ზაფხულის მოსვლა მიხაროდა. სკოლის დამთავრების შემდეგ იქ უნდა წავსულიყავი, ჭიშკართან რომ ბაბუა და კუდქიცინა ჯულბასი მელოდებოდა.

ახლა? ახლა მხოლოდ იმ მოხუცების აჩრდილებს ვიხსენებ, რომლებმაც უკვე მთის სასაფლაოზე დაიდეს ბინა და ალბათ მათი საფლავის ქვებს დიდი ხანია სარეველები გადაფარებია, რომ წვიმისგან დაიცვან.

დღესაც, რომ ჩავედი, ვიგრძენი ის სისუფთავე, რაც, ხშირად, ასე მაკლია გადაჭედილ ქალაქში.

მივხდვი, რომ ჩემი სამოთხე დამვიწყებია. მივხვდი, რომ სხვებსაც დავიწყებია თავიანთი სამოთხე.

სუფთა ხალხი და სუფთა გულები. კადრებად გაცოცხლებული ბავშვობა...

დაწერეთ კომენტარი აქ

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG