Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევანის ზღვარზე


ავტორი: ელდარ პირმისაშვილი

საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ! დღეს ჩვენ ვიმყოფებით არჩევანის ზღვარზე კულტურულ, პოლიტიკურ, მორალურ, რელიგიურ და სოციალურ ასპექტში. დღევანდელი სამყარო დიდ გამოცდას გვიწყობს, არჩევანი მრავალმხივია, თუმცა რომელია სწორი ?

დღეს ალბათ ყველაზე რთულია ინდივიდუალობის შენარჩუნება მასობრივი სამყაროს პირობებში, ამ მასობრიობაში ჩაძირული ჩვენი ყოველდღიურობა მაფიქრებინებს რა არის ის ღერძი რის ირგვლივაც ვტრიალებთ ? რა როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში საზოგადოება, ოჯახი, პოლიტიკა, კულტურა და მოდა, რამდენად მძლავრია ყველა ტიპის მედიის გავლენა ჩვენზე, და საერთოთ გვაქს თუ არა არჩევანის თავისუფლება !? რა ფაქტორებით კონსტრუირდება ჩვენი განწობა და ქცევა ?

ჩვენ ვცხოვრობთ, ვფიქრობთ, ვაზროვნებთ, მაგრამ რისთვის !? რა არის ჩვენი მთავარი დანიშნულება. ხშირად მიფიქრია, რომ დღეს გამძაფრებული ანალიტიკური აზროვნება უნდა გქონდეს პიროვნებას, რომ შეძლო ტყუილ-მართლის და პროპაგანდის გარჩევა, და რომ გაარჩევ მერე რა ? შეგვიძლია ამდენი ინფორმაციის აღქმა და გაანალიზება ?

ეს ისეთი კითხვებია რომელიც ყველა ჩვენთაგანს გასჩენია და ამ კითხვებზეც სხვადასხვა პერიოდში უფიქრიათ მოაზროვნეებს ბევრი. მათ ყველას თავისი და რათქმაუნდა პატივსაცემი აზრები, გამონათქვამები და თეორიები აქვთ თუმცა ვფიქრობ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა მივუახლვდით იმ წერტილს რომდესაც ახლიდან უნდა გნვიცადოთ ყველაფერი.

ყოველთვის საინტერესოა როდესაც ვკითხულობთ სხვა და სხვა დროის შესახებ წიგნებს და მგონია რომ დროში ვმოგზაურობ და ფიქრობ იმ დროზე ადამიანებზე კულტურაზე, რელიგიაზე და მათ ზნე-ჩვეულებებზე, მომავალში როდესაც ელექტრონული ჩანაწერების კითხვას დაიწყებენ, მათთვისაც საინტერესო იქნება როგორია დღევანდელი ადამიანი, რა აფიქრებს, რა სჯერა, რაზე ოცნებობს და საერთოდ რა უნდა ?

ჩვენ ხომ ჩვენი დროის შვილები ვართ.

დღევანდელი ადამინებისათვის ვფიქრობ თვითგამოხატვა არის ყველაზე მნშივნელოვანი, რომელიც მის ხასიათში, პროფესიაში და ქცევაში გამოისახება, ამ ყველაფრის ერთიანობა ქმნის მის იმიჯს, სახეს. ასევე დღვანდელი ადამიანები მატერიალიზირებულები და პოლიტიზებული ვართ, დღეს მოდურია მოჩვენებითი კეთილის იმიჯი, რომელიც ყველაზე ძალიან იყიდება. ასევე რელიგიურობა, მეგობრულობა, ჰუმანურობა და კომპეტენტურობა. ალბათ დღეს რომ ნახავთ ყველაფრის მცოდნე ხალხს იშვიათობა იქნებოდა ყველა დროს. არჩევანის გაკეთება არ ასოცირდება მხოლოდ უარყოფით კონტექსტთან პირიქით არჩევანი თავისი არსით დადებითია. ჩვენ ვიცვლებით და სამყაროც ჩვენს ირგვლივ იცვლება და ამ ცვალებადობაში, განვითარებაში და ცხოვრების პროცესის ტკბობაში არის ჩვენი ცხოვრების არსი. სიმსუბუქესა და სიმძიმეს შორის არჩევანს ჩვენთვითონ ვაკეთებთ და ცხოვრებაც შესაბამისად მიდის …..

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG