Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტაზი - პოლიტიკური ციხე


ავტორი: მანონ ბოკუჩავა

ანდრეას მელშტოიბლი 21 წლის იყო, როდესაც ჩათვალა, რომუფლება ჰქონდა აყოლოდა ოცნებას. წერილი თავის მთავრობას - აღმოსავლეთ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკას (გდრ) მისწერა. ანდრეასს „კედლის გადალახვა“ სურდა. როდესაც თანხმობა ვერ მიიღო, გამოსავლის ძიებნა დაიწყო. ყვება, რომ იმ დროს ნაკლებად იყო დაცული საზღვის ჩეხეთის მონაკვეთი, ამიტომ გაქცევისთვის ეს გზა აირჩია. გაიარა ორი საგუშაგო და მალევე, ჩეხი სამხედროების ხელში აღმოჩნდა. ანდრეასი დააკავეს და გაქცევის მსურველებისთვის განკუთვნილი სპეციალური ვერთფრენით გდრ-ის პოლიტიკურ ციხეში შტაზიში (Gedenkstätte) მოათავსეს.

სამი თვე გრძელდებოდა მისი დაკითხვები. ადამიანის გატეხვაში დახელოვნებული გამომძიებლები, ყველას მარტივად უგებდნენ.. ანდრეასმაც „აღიარა“ საზღვრის უკანონო კვეთა. შემდეგ უკვე, 18 თვით გაამწესეს სხვა ციხეში და შტაზიც დატოვა.

დღეს უკვე, 31 წელი აშორებს დაკავების დღეს, თუმცა მანძილი შტაზის მოგონებებს ვერაფერს ვერ ერევა.

ფოტოზე: ანდრეას მელშტოიბლი
ფოტოზე: ანდრეას მელშტოიბლი

„თუ ვინმე იტყვის, რომ შტაზის ციხეში ყოფნისას მიღებული ტრავმა დაძლია, იტყუება. ამის გადალახვა შეუძლებელია. მე პირადად არ შემიძლია მოწყენილობა, ვერ ვიტან მოწყენილ გარემოს.. ვერ ვრჩები ასეთ გარემოში, მუდმივად მჭირდება, სასწრაფოდ, გამოსვლა მოწყენილი სიტუაციებიდან. ჩემს ერთ ნაცნობს, რომელიც ასევე იჯდა აქ, ავტობუსის გაჩერებაზე მარტო დგომა და ლოდინი არ შეუძლია. თუ მარტოა ტოვებს იმ გარემოს და ეძებს სხვა გაჩერებას, სადაც თუნდაც ერთი ადამინი დგას“ - გვიყვება, ახლა უკვე შტაზის მუზეუმად ქცეული ციხის გიდი ანდრეას მელშტოიბლი.

ცოტათი მკაცრი მეჩვენება ანდრეასი, მაგრამ არაუშავს, მისთვის კითხვის დასმა არცაა საჭირო, ყველაფერს თანმიმდევრობით ყვება.

ამბობს, რომ დაკავებულებს წოლის უფლება მხოლოდ ზურგზე ჰქონდა, ხელები ისე უნდა დაეწყოთ სხეულზე, თითქოს სამარეში იწვნენ. თუ პატარა საკანში მყოფი8-10 ადამიანიდან ერთი მაინც გვერდზე, ან მუცელზე დაწყვეობდა, ციხის ბადრაგი სათვალთვალო სარკმლიდან დაინახავდა და მთელ საკანს აღვიძებდა. საკნების გარეთ ხალიჩა იყო დაგებული, მხოლოდ იმისთვის, რომ დაკავებულს, ციხის თანამშრომელთა მოახლოება ვერ გაეგოთ.

შტაზის საკნების გარდა სხვა სივრცეც ჰქონდა. მას ვაფხვის გალია ერქვა. ეს დაახლოებით ორი მეტრის სიგრძის და სიგანის სივრცეა, ზევიდან რკინის გისოსებით დახურული. ანდრეასი ამბობს, რომ ბადრაგი აქ ხშირად ზამთარში მთელი დღით ტოვებდა პატიმრებს. ასეთი თავგადასავალი მასაც ჰქონდა, მაგრამ ამბობს, რომ ეს გალია ერჩია საკანს, სადაც არც ჰაერი იყო და ვერც ცას ხედავდა კვირებია მანძილზე.

ახლა, ანდრეასმა ჩვენც ამ გალიაში მოგვიყვანა. საქართველოს ამინდებს მიჩვეულებს, ცოტა გვიჭირს ვეფხვის გალიაში დგომა.

გდრ-ის პოლიტიკური ციხის ეზოში დღეს პატიმრების ნაცვლად პატარა წითელი და მსუქანი ყვითელი ვარდებია. აქაურობას ბევრი მნახველი ჰყავს, ძირითადად სკოლის მოსწავლეები, ორ მწკრივად დადიან - შესაშური დისციპლინით.

შტაზის ციხე, საბჭოთა რეჟიმის ერთერთი უნიღბო/რეალური სახეა. თუ ფაშიზმს სამყარომ ადვილად დაარქვა თავისი სახელი და ერთხმად დაგმო, საბჭოთა წარსული კვლავ სადავო სივრცეა. და ეს ასეა საქართველოში, რადგან საზოგადოების ნაწილი არ იცნობს მის ამგვარ სახეს.

შტაზის ე.წ წყალქვეშა გემი - მიწისქვეშა საკნები
შტაზის ე.წ წყალქვეშა გემი - მიწისქვეშა საკნები

დავბრუნდეთ შტაზის ციხეში. გერმანიაში არც ერთი ადგილი არ ასახავს მასზე კარგად იმ პოლიტიკურ დევნას, რომელიც ხორციელდებოდა, საბჭოთა საოკუპაციო ზონა გდრ-ში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აქ განლაგებული საბჭოთა ბანაკი გადაკეთა ცენტრალურ საბჭოთა „საგამოძიებო ციხედ აღმოსავლეთ გერმანიაში“. 1951 წლის დასაწყისში იგი გადაეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და 1990 წლამდე წარმოადგენდა ცენტრალურ ციხეს - წინასწარი დაკავების ეტაპისთვის. ანუ ეს იყო ადგილი, სადაც დაკავებულებს კითხავდნენ, იღებდნენ მათგან სასურველ ჩვენებებს და შემდეგ სხვა ციხეებში ანაწილებდნენ.

კითხვაზე ოდესმე ვინმე თუ გაქცეულა შტაზიდან, გვპასუხობენ რომ არასდროს არავინ და საერთოდ, გაქცევის მცდელობაც არ ყოფილა. და ამას აქვს თავის მიზეზიც, რასაც „წყალქვეშა გემი“ ეწოდება. სწორედ ასე უწოდებენ საკნებს, რომელიც შენობის სარდაფშია, სწორედ, აქ იყვნენ თავდაპირველად დაკავებულები. (შემდეგ, უკვე მიწისზედა საკნებიც დაემატება, სადაც მეტ-ნაკლებად უკეთესი პირობები იყო)საკნებში სარკმლის, საპირფარეშოს, ვენტილაციის, მზის შუქის და ადამიანური მოპყრობის გარეშე.

შტაზის აღნიშნული ციხე იყო გალავნით გარშემორტყმული საიდუმლო ობიექტი.მის სიახლოვეს არსებულ შენობებშიც მხოლოდ ციხის თანამშომლები და გამომძიებლები ცხოვრობდნენ. ბევრმა ადგილობროვმა არც იცოდა ამ ტერიტორიაზე რა ხდებოდა. ციხე იყო ერთერთი მთავარი იარაღი, რომელიც აძლიერებდა კომუნისტურ დიქტატურას აღმოსავლეთ გერმანიაში.

შტაზის პატარა საკნებში ხშირად 4 ათასამდე ადამიანი იყო განთავსებული. ოფიციალური ცნობებით შტაზიში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა. დაკავებულებს შორის ხვდებოდნენ პოლიტიკური ოპონენტები, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, ასევე კომუნისტები და ოფიცრები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მმართველობის არსებულ სისტემას. მათზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, არ ჰქონდათ კავშირი გარე სამყროსთან. დღეების მანძილზე ტოვებნენ კარცერში, ან ე.წ წყლის კამერებში, სადაც მოძრაობის უფლება არ ჰქონდათ. დაკითხვები გრძელდებოდა თვეობით - აღიარებამდე.

სასურველი დასასრული 1989 წელს მოახლოვდა, როდესაც რევოლუციის შედეგად დასრულდა გდრ-ს დიქტატურა. 1990 წლის შემოდგომაზე, გერმანიის გართიანების შემდეგ, პოლიტიკური ციხე ოფიაციალურა დაიხურა.

ყოფილი პატიმრებია გამოვიდნენ წინადადებით, რომ ადგილი დარჩეს მომეორიალად. 2000 წლიდან ყოფილი შტაზის ციხეს აქვს მუზეუმის სტატუსი.

წელიწადში 444 000 ადამიანი სტუმრობს დაწესებულებას. მათი გიდები ყოფილი პატიმრები არიან. ისინი თავისი სურვილებით დღეში რამდენჯერმე შედიან შენობაში, სადაც მათი ყველაზე დიდი შიში დღემდე ცოცხლობს, თუმცა ახლა, როლები შეიცვალა, გალიაში შიშია და არა თავად ისინი.

შტაზის ციხის ისტორიაში, ერთი გარემოების გამო, რთულია ბედნიერი და სამართლიანი დასასრულის მოყვარულების გულის გახარება. კითხვაზე დაისაჯნენ თუ არა შტაზის გამომძიებლები, პასუხია - არავინ, არც ერთი ადამიანი არ დასჯილა, პირიქით, ისინი ერთ ღამეში გამდიდრდნენ.

მართალია არავინ დასჯილა, მაგრამ სურათი სრული მასშტაბით მაინც ბოროტების დასასრულს გვამცნობს. ის, რომ შტაზის ეზოში შეშინებული ადამიანების ნაცვლად თავისუფალი მოქალაქეები დადიან, უკვე ბედნიერი დასასრულია.

თუნდაც ამ თავისუფალ ადამიანებს გიდები მიუძღოდნენ წინ, რომელთა გულებიც, წლების შემდეგაც, ბოდიშს ელიან..

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG