Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათა ცოფურაშვილი პრეზიდენტებისადმი პეტიციაზე - "სიძულვილზე არაფერი შენდება!"


"შეუძლებელია სიძულვილზე სახელმწიფოებრიობის აშენება, დაშენება და განვითარება. ეს პეტიციაც თავისი სულისკვეთებით სწორედ იმისკენ მოუწოდებს, რომ მოძებნილი იქნას ამ კრიზისის ინსტიტუციური განმუხტვის გზები და მეორე მხრივ საზოგადოებაში დაპირისპირების გადალახვის გზა", - ამბობს თათა ცოფურაშვილი.

ის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 28 ოქტომბერს გავრცელებული პეტიციის ერთ-ერთი ხელისმომწერი. პეტიციის ავტორები საქართველოს მოქმედ პრეზიდენტსა და მის წინამორბედს - სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებენ "შეხვდნენ ერთმანეთს, რათა განიხილონ ქვეყანაში არსებული ვითარება და იმსჯელონ გამოსავლის გზებზე". ტექსტში ნათქვამია: "ვფიქრობთ, რომ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მის წინამორბედთან (მეოთხე პრეზიდენტთან) ერთად, უნდა დაიწყოს აქტიური დიალოგი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საზოგადოების კონსოლიდაციის გზებზე, რა დროსაც დისკუსიის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი მესამე პრეზიდენტის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა და შიმშილობა უნდა იყოს. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა ამ პროცესში საზოგადოება ჩართონ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოვიდნენ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG