Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების საკითხები "უმსჯელობის კატეგორიაში"


განათლების საკითხები "უმსჯელობის კატეგორიაში"
please wait

No media source currently available

0:00 0:39:07 0:00

განათლების სამინისტროს ბოლოდროინდელმა ინიციატივებმა და მოგვიანებით მინისტრის სტუმრობამ პარლამენტში კვლავ მისცა ბიძგი განათლების საკითხებზე საჯარო დისკუსიას. განათლების სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილი ლაპარაკობს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ნაკლებად ან სულ არ ხვდება პოლიტიკურ დღის წესრიგში. ერთ-ერთ ასეთ საკითხად თამარ მოსიაშვილი ასახელებს საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების დასაქმებას: "საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების დასაქმების გზა არის ბუნდოვანი", - ამბობს ის. პოლიტიკური პარტიების ინერტულობას განათლებასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე თამარ მოსიაშვილი მათი წამოჭრის წამგებიანობით ხსნის. რა უშლის ხელს საზოგადოებრივი დისკუსიის პროცესს? რატომ არ ისმის ბავშვების, მშობლების, მასწავლებლების ხმა? რატომ სჭირდება დისკუსიის გაღვივებას ხელისუფლების მორიგი ინიციატივა? გამოწვევებს შორის თამარ მოსიაშვილი ასახელებე სკოლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხს. განათლების სპეციალისტის აღნიშნავს, რომ კანონით სკოლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია, თუმცა, სხვადასხვა რეგულაცია ქმნის ვითარებას სკოლაზე პოლიტიკური ზეგავლენის შესაძლებლობას, რაც ყველაზე თვალსაჩინო საარჩევნო პერიოდებშია.

XS
SM
MD
LG