Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამბაქოს გლობალური ეპიდემია: ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში


თამბაქოსთან ბრძოლას თავისი ნაყოფი მოაქვს, მაგრამ საჭიროა თამბაქოს მომხმარებლებს უფრო აქტიურად დავეხმაროთ, თავი ანებონ მომაკვდინებელ ჩვევას.

საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც, სხვა ზომებთან ერთად, თამბაქოს ნაწარმის კოლოფებზე თვალსაჩინო, დიდი ზომის გაფრთხილების გამოსახვა დააწესეს. მსოფლიოს ბევრმა მთავრობამ მიაღწია შესამჩნევ წარმატებას თამბაქოსთან ბრძოლაში. დღეს ხუთი მილიარდი ადამიანი - ოთხჯერ მეტი, ვიდრე ათწლეულების წინ - ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც მოქმედებს აკრძალვა თამბაქოს ნაწარმის რეკლამაზე, კოლოფებზე თვალსაჩინო გაფრთხილებაა გამოსახული თამბაქოს მავნებლობის შესახებ და მიმართავენ თამბაქოს საწინააღმდეგო სხვა ზომებს.

იმ ზომებს შორის, რომლებიც ტარდება მსოფლიოში თამბაქოსთან ბრძოლის მხრივ, არის პაკეტი, სახელწოდებით MPOWER. ეს ზომები გადაარჩენს სიცოცხლეს, მათი მეშვეობით დაიზოგება ხარჯები ჯანმრთელობის სფეროში.

თუმცა, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, ბევრი ქვეყანა ვერ ახერხებს აქტიურად გაატაროს პოლიტიკა, რომელიც თამბაქოს საფრთხისგან დაიცავდა ადამიანებს, და ვერ იყენებს ეფექტურ ზომებს იმათ დასახმარებლად, ვისაც სურს თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებოს.

იმ ზომებს შორის, რომლებიც ტარდება მსოფლიოში თამბაქოსთან ბრძოლის მხრივ, არის პაკეტი, სახელწოდებით MPOWER. ეს ზომები გადაარჩენს სიცოცხლეს, მათი მეშვეობით დაიზოგება ხარჯები ჯანმრთელობის სფეროში.

MPOWER-ის ზომები პირველად 2007 წელს გაჩნდა და მათი მიზანი იყო მთავრობების წაქეზება, განეხორციელებინათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებული თამბაქოსთან ბრძოლის ექვსი სტრატეგია:

  • ზედამხედველობა თამბაქოს მოხმარებაზე და მოხმარების თავიდან აცილების პოლიტიკა;
  • დაცვა ადამიანებისა თამბაქოს კვამლისგან;
  • თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებებაში დახმარების შეთავაზება;
  • გაფრთხილება საშიშროების თაობაზე, რომელიც თამბაქოს მოხმარებას ახლავს;
  • რეკლამის, გაყიდვის სტიმულირებისა და თამბაქოს ნაწარმის დაფინანსების აკრძალვის ქმედითობის უზრუნველყოფა;
  • თამბაქოს ნაწარმზე გადასახადის გაზრდა.

ამ ზომების გატარების მხრივ უმაღლეს შედეგებს მიაღწია 36-მა ქვეყანამ.

უფრო მეტი უნდა იყოს თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებების მსურველთა დახმარების სამსახურები, თვლიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის ავტორები, რომლებმაც ანგარიშის წარდგენის ქვეყნად აირჩიეს ბრაზილია, თურქეთის მერე მეორე ქვეყანა, სადაც MPOWER-ის კომპლექსით გათვალისწინებული ზომები წარმატებით შესრულდა.

ანგარიშში სწორედ თამბაქოსთვის თავის დანებების მსურველთათვის დახმარებას ეთმობა ყველაზე დიდი ადგილი. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუს თქმით, თამბაქოზე უარის თქმა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მათ შორის, რომელთაც შეიძლება ადამიანმა მიმართოს თავისი ჯანმრთელობისათვის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის აზრით, მთავრობებმა უნდა შექმნან დახმარების სამსახურები, საყოველთაო ჯანდაცვის სამსახურების ჩარჩოებში, იმათთვის, ვისაც სურს თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებოს. ამ მხრივ მთელ მსოფლიოში დადებითი ძვრები შეინიშნება. მსოფლიოს სახელმწიფოთა მხოლოდ მცირე ნაწილი - სულ 23 ქვეყანა - სთავაზობს მოქალაქეებს ისეთ სამსახურებს, რომლებიც მოწინავე პრაქტიკის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მაიკლ ბლუმბერგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარგზავნილია არაინფექციური დაავადებებისა და ტრავმატიზმის სფეროში. ის ასევე დამაარსებელია „ბლუმბერგის“ საქველმოქმედო ფონდისა. მისი აზრით, მთავრობების მიერ წამოწყებულ ზომებს, რომლებიც თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებების მსურველთა დახმარებას ითვალისწინებს, თავისი ნაყოფი მოაქვს.

მსოფლიოს ოთხ სახელმწიფოში - ჩეხეთში, საუდის არაბეთში, სლოვაკეთსა და შვედეთში - შემოღებულ იქნა თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებების მოსურნეთა დახმარების სამსახურები, რომლებიც აკმაყოფილებს მაღალ მოთხოვნას.

ბლუმბერგია დამფინანსებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშისა, რომელიც გვამცნობს, რომ თუმცა მხოლოდ 23-მა ქვეყანამ მიაღწია წარმატებას თამბაქოზე უარის თქმის მოსურნეთა მხარდაჭერის მხრივ, 116 სახელმწიფო სთავაზობს ამ ადამიანებს ანალოგიურ სამსახურს სხვა პირობებით, მთლიანი და ნაწილობრივი დაფინანსებით, და კიდევ 32 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ამგვარი სამსახურით, მაგრამ ამისთვის ფული უნდა გადაიხადონ. ანგარიშიდან ჩანს, რომ თამბაქოსთვის თავის დანებების მსურველთა შორის მართლაც მაღალია დახმარების მოთხოვნილება.

მსოფლიოს ოთხ სახელმწიფოში - ჩეხეთში, საუდის არაბეთში, სლოვაკეთსა და შვედეთში - შემოღებულ იქნა თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებების მოსურნეთა დახმარების სამსახურები, რომლებიც აკმაყოფილებს მაღალ მოთხოვნას, თუმცა საერთო რიცხვი ასეთი ქვეყნებისა შემცირდა, რადგან ექვსმა ვეღარ დააკმაყოფილა უმაღლესი მოთხოვნა.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შემცირდა თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა, მაგრამ მოსახლეობის საერთო ზრდის გამო მომხმარებელთა რიცხვი მაინც მაღალი რჩება. დედამიწაზე თამბაქოს მომხმარებელია 1,1 მილიარდი ადამიანი. მათი 80 პროცენტი დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG