Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი იხსნება - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 მაისს 


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და საგანგებო რეჟიმის შემსუბუქების მორიგი ეტაპი

დადასტურებული შემთხვევა - 635

გარდაცვლილი - 10

გამოჯანმრთელებული - 309

კარანტინში - 4896

სტაციონარში - 444

დღეს, 11 მაისიდან თბილისი ყველა სახის ტრანსპორტისთვის სრულად იხსნება. ამის შესახებ წინა კვირაში პრემიერმა გიორგი გახარიამ აცნობა მოსახლეობას. შეზღუდვის მოხსნა არ ეხება კომენდანტის საათს. ის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ისევ მოქმედებს. 14 მაისიდან გაიხსნება რუსთავი და გარდაბანი, ხოლო 18 მაისიდან მარნეულიც დაემატება.

ქვეყანაში დღეის მდგომარეობით კორონავირუსის 635 რეგისტრირებული შემთხვევაა. აქედან 10 გარდაცვლილია და 309 გამოჯანმრთელებული.

დღეის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს 4 მილიონ ადამიანს, მათ შორის დაღუპულია 279 000-ზე მეტი.

წაიკითხე მეტი

კიდევ რა არის დასაშვები დღეიდან?

დღეიდან, დედაქალაქის საზღვრების გარდა იხსნება ქვეყანაში ყველა სახის წარმოება, მათ შორის საგამომცემლო საქმიანობაც.

ასევე 11 მაისიდან განაახლებს მუშაობას ყველა ის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს, გარდა იმ მაღაზიებისა, რომლებიც ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობენ.

ისევ დახურული რჩება სავაჭრო ცენტრები, თუმცა მათ ტერიტორიაზე მომუშავე ჰიპერმარკეტები, აფთიაქები და რამდენიმე სამშენებლო მაღაზია ღია დაგხვდებათ.

დღეიდან იხსნება ღია, სარეკრეაციო სივრცეები და ბაღებიც, თუმცა მათ რიცხვში ჯერ არ შედის ლისის ტბა.

ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10 მაისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ აქვეყნებს.

მთავარი სანიტარიული ექიმის მოადგილის, ანა გაგლოევას თქმით, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთში COVID-19-ით 22 ადამიანია ინფიცირებული. მისი განმარტებით, ყველა გადაყვანილია ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში და მათი მდგომარეობა სტაბილურია. 14 ინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან დაბრუნებული სტუდენტია. 7 მოქალაქე ვლადიკავკაზიდან ჩავიდა და ერთი სამხედრო მოსამსახურეა. გაგლოევას ინფორმაციით, ცხინვალის სამედიცინო დაწესებულებებსა და სასტუმრო „ალანში“, კარანტინში 276 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი - 43.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები პირველად 6 მაისს გამოვლინდა. მოსახლეობა ამბობს, რომ არსებული ჯანდაცვის სისტემის პირობებში მათ დაუცველობის შეგრძნება აქვთ.

წაიკითხე მეტი

ბომბი თვითმფრინავში: დოკუმენტები საბჭოთა უშიშროების არქივიდან

1988 წელს ოჯახური სკანდალებისგან გაბეზრებულმა მამაკაცმა ხალხით გაძეძგილი თვითმფრინავის აფეთქება სცადა. ტუ-154 კიევიდან კუიბიშევში მიფრინავდა.

სსრკ-ის არსებობის ბოლო ათწლეულში თვითმფრინავის გატაცების რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ 1988 წლის 17 აგვისტო, შესაძლებელია, განსაკუთრებული თარიღი გამხდარიყო. ამ დღეს აფეთქებას 168 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი გადაურჩა.

Current Time აქვეყნებს დოკუმენტებს, რომლებიც უკრაინის უშიშროების კომიტეტის საიდუმლო არქივში ინახება.

წაიკითხე მეტი

ცოტა ხნის წინ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა წიგნი-ალბომი ლაშა ბაქრაძის ავტორობით, რომელსაც ჰქვია „საქართველო რუკებზე“. წიგნს სანამ გადაშლით, ალბომის ყდა მიგიზიდავთ - მას გარედან კალკის ქაღალდი აქვს შემოკრული, რომელიც ერთ ადგილას მრგვლადაა ამოჭრილი და ძველი გლობუსი მოჩანს, რომელსაც აწერია Georgia.

ნახეთ გაცოცხლებული ძველი რუკები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG