Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ფხალაძე: გუაიდოს აღიარებით საქართველომ მიიღო ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება


მალევე მას შემდეგ, რაც ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ, თავი გამოაცხადა ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად, ის კანონიერ ლიდერად ცნო საქართველომაც. „საქართველო აღიარებს ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებას და ვენესუელელი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის“, დაწერა 24 იანვარს ტვიტერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. საერთაშორისო საკითხების ექსპერტს, თენგიზ ფხალაძეს ვკითხეთ, რატომ გადადგა საქართველომ ასეთი ნაბიჯი ასე მალე.

XS
SM
MD
LG