Accessibility links

თენგიზ ცერცვაძე: ერთი პაციენტია მძიმე


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი ს, თენგიზ ცერცვაძეს თქმით, 7 მარტს საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების 12 დადასტურებული შემთხვევიდან მხოლოდ 1-ია მძიმე მდგომარეობაში, 1 პაციენტის შემთხვევაში დაავადება სიმპტომების გარეშე მიდის, დანარჩენი 10 შემთხვევა კი გართულებების გარეშე.

"მდგომარეობა ერთი პაციენტის არის მძიმე, საშუალო სიმძიმის. მას აქვს ორმხრივი პნევმონია და უტარდება სერიოზული მკურნალობა. ეს პაციენტი საჭიროებს სერიოზულ ყურადღებას, თუმცა მას არ აქვს ის ნიშნები და ორგანოთა ფუნქციონირების მხრივ ის დაზიანებები, რაც ითვლება სიცოცხლისთვის სახიფათოდ. მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ის განიკურნება." - თქვა თენზიგ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, ინფიცირებული 12 პაციენტიდან მის კლინიკაში განთავსებულია 11 პირი, მეთორმეტე პირის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას ის არ ფლობს.

ცერცვაძის თქმით, გაზრდილია ინფექციურ საავადმყოფოში თვითდინებით მისული პაციენტების რიცხვიც, რომლებიც საეჭვო ნიშნების შემთხვევებში კვლევისთვის მიმართავენ ექიმებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველომ მიმოსვლა შეზღუდა რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, იტალიასთან, ირანთან, ჩინეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG