Accessibility links

თითქმის 2 მილიონი 155 სკამისთვის მერიის ბიუჯეტიდან


თბილისის მერიამ გამოაცხადა სახელმწიფო ტენდერი ჭავჭავაძის გამზირისთვის განკუთვნილი სკამებისთვის. სულ 155 სკამის შესაძენად ქალაქის მთავრობა 1 880 969 ლარის გადახდას აპირებს. სკამები სულ 4 ტიპის იქნება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სკამების განთავსება ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც 2019 წლის მაისიდან მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 50 დღეში უნდა დაასრულოს, არაუგვიანეს 2020 წლის 25 დეკემბრისა.

სამკუთხედი ფორმის სკამი ჭავჭავაძის გამზირზე მხოლოდ 8 ცალი დაიდგმება..
სამკუთხედი ფორმის სკამი ჭავჭავაძის გამზირზე მხოლოდ 8 ცალი დაიდგმება..
ასეთი, თეთრი სკამი ჭავჭავაძეზე 66 ცალი განთავსდება
ასეთი, თეთრი სკამი ჭავჭავაძეზე 66 ცალი განთავსდება
მრგვალ სკამს სულ 11 ერთეულს შეისყიდიან
მრგვალ სკამს სულ 11 ერთეულს შეისყიდიან
ყავისფერ სკამს 70 ცალს შეისყიდის ქალაქის მთავრობა
ყავისფერ სკამს 70 ცალს შეისყიდის ქალაქის მთავრობა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG